"სუბმარინა" ბრძოლისთვის მზადაა
ერნესტო ვალვერდე დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები შეძლებენ მადრიდის "რეალის" დამარცხებას.
ვალვერდეს თქმით, მისი ფეხბურთელები მზად არიან "რეალთან" თამაშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ "ვილიარეალმა" სეზონი ცუდად დაიწყო, ვალვერდე დარწმუნებულია, რომ სწორედ "სამეფო კლუბთან" გამარჯვება დაეხმარება ფეხბურთელებს დარწმუნდნენ თავიანთ ძალებში.
ის თვლის, რომ "რეალის" სტუმრობა, მითუმეტეს პელეგრინისთან ერთად გამოიწვევს ფეხბურთელების გაღიზიანებას. ვალვერდე საუბრობს ამ მატჩის მნიშვნელობაზე და აცხადებს, რომ მის გუნდს მხოლოდ სამი ქულის აღება აძლევს ხელს. სხვა შედეგი გამორიცხულია.
"ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ. თუ ეს ძლიერი გუნდი იქნება, უფრო კარგია. პელეგრინი "რეალთან" ერთად შეიძლება გახდეს გამაღიზიანებელი ფაქტორი ფეხბურთელებისთვის. სრულ მზადყოფნაში ვართ ამ მატჩისთვის. გვსურს დავუმტკიცოთ გულშემატკივრებს, რომ შეგვიძლია დიდ კლუბებსაც მოვუგოთ" – განაცხადა ვალვერდემ.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 23 სექტემბერი 2009
- 2 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.