ჯუზეპე როსი პელეგრინის აქებს
მანუელ პელეგრინიმ "ვილიარეალში" ხუთი დაუვიწყარი წელიწადი გაატარა. ამ ყველაფრის გამო მას ფანებიც და ფეხბურთელებიც ემადლიერებიან. ჩილელი სპეციალისტი ასევე შეაქო ჯუზეპე როსიმ, "ყვითელი სუბმარინას" ვარსკვლავმა.
22 წლის როსი "ვილიარეალში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა და გახდა გუნდის წამყვანი ფეხბურთელი, ისევე როგორც იტალიის ნაკრებშიც. პელეგრინი მას ამაში ძალიან დაეხმარა.
"ის შესანიშნავი მოტივატორია"
"La Gazetta Dello Sport"–თან ინტერვიუში ჯუზეპემ განაცხადა, რომ პელეგრინი არის წყნარი, მხიარული, დიდი მოტივატორი. ის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
ჯუზეპე როსის თქმით, მან ვერ შეძლო დამშვიდობებოდა პელეგრინის. "არ მქონდა საშუალება გამოვთხოვებოდი. ხვალ ჩვენი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს და იქ შევხვდებით ერთმანეთს" – განაცხადა როსიმ.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 22 სექტემბერი 2009
- 2 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.