დელ ბოსკე: „გუნდის ძალა სათადარიგოების სულისკვეთებაშია“



ერთი წელი გავიდა იმ ბრწყინვალე გამარჯვებიდან, რომელმაც ესპანეთის ისტორია გადაწერა. ამ გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა „ფურია როხას“ დამრიგებელმა ვინსეტე დელ ბოსკემ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა გამოცემა „მარკასთან“.



ჩემს პირველ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ნაწყვეტები ამ საუბრიდან...


 

 

- რამდენჯერ იხილეთ ფინალის ვიდეოჩანაწერი?

- არცერთხელ. მხოლოდ ნაწყვეტები და განსაკუთრებული მომენტები, მაგრამ მთელი მატჩი არ მინახავს.

- რატომ?

- ვფიქრობ, რომ ისედაც საკმაოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მინდა ასეთი რამ ვთქვა, ბევრმა გაამახვილა ყურადღება ჰოლანდიის ნაკრების უხეშ თამაშზე, მაგრამ ის ხუთი თუ ექვსი უხეში მომენტი სულაც არ ნიშნავს, რომ ჰოლანდიის ნაკრები არადისციპლინირებული გუნდია. ჰოლანდია მუდამ განთქმული იყო შესანიშნავი თამაშის სტილით და ბევრ რამეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სამჯერ გახლდათ მსოფლიო პირველობის ფინალში.

- რა დაგამახსოვრდათ ფინალურ შეხვედრაში ყველზე მეტად?

- ჰოლანდიელების სიძლიერე ცენტრში, რომლის დემონსტირებაც დე იონგმა და ვან ბოლემა მოახდინეს და ოთხი ფროვარდი: ნაყოფიერი და ძალისმიერი - კიუიტი, თავდადებით მოთამაშე ვან პერსი და სნაიდერი და რათქმაუნდა რეაქტიული რობენი. ისინი ყველა თავდასხმაზე იყვნენ ორიენტირებულები. ჩვენ ჩვენისმხრივ ვცდილობდით ინიციატივა მოგვეპოვებინა და თამაშის სადავეები არ გაგვეშვა ხელიდან. რათქმაუნდა, ჩვენ მზად ვიყავით იმისათვისაც, რომ ნარინჯისფრებს ბევრი შანსი ექნებოდა თავის გამოსაჩენად.

- შვეიცარიის წინააღმდეგ საკმაოდ გაგიჭირდათ...

- დიახ. ეს ნამდვილად დიდი იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ მსგავსს ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ არ დაგვიმსახურებია მსგავსი შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთში პირდაპირი დამოკიდებულება არ არის, შედეგსა და იმას შორის რასაც აკეთებ ამ შედეგის მისაღწევად.

- ევროპის ჩემიპონატში გამარჯვების შემდეგ თვენი ნაკრების თამაში ყველამ მილიმეტრებში გაანალიზა, გაითვალისწინეთ ეს ფაქტი?

- რათქმაუნდა. არ ვაკნინებ შვეიცარიის ნაკრებს და არ მინდა ამპარტავნებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები მზად არიან ნებისმიერ დაცვით მოდელთან სათამაშოდ. და რაც არ უნდა სწორად იყოს დაყენებული დაცვა, გვყვავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ მისი გარღვევა. ხოლო, თუ დაცვა აგრესიულად თამაშობს, შეიძლება საწყის წუთებზე ცოტა წინააღმდეგობაში მოვიდეთ, მაგრამ ჩვენს ლიდერებს შესწევთ იმის ძალა, რომ მოედანზე სასურველი ატმოსფერო შექმნან და დანარჩენ ფეხბურთელებსაც გადასცენ ეს მუხტი.

- ფინალის შემდეგ ბევრი აცრემლებული ფეხბურთელი იხილეთ გასახდელში?

- ყველა. საერთოდ ემოციას ყველა სხვდასხვაგვარ მანერაში გამოხატავს, მაგრამ ახლა როცა იმ დროინდელ ჩანაწერებს ვუყურებ, თვალში მხვდება ინიესტა, ის უბრალოდ თავის თავს არ გავდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის თუ რა გაწონასწორებულ პიროვნებად ითვლება ანდრესი. თუმცა, იცით?! მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ეს კი უმაღლესი მწვრევალია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მითუმეტეს ისინი ფეხბურთით ცხოვრობენ და აღმერთებენ იმ ყველაფერს რასაც აკეთებენ...

- ეს გამარჯვების ცრემლები იყო?

- არ არის აუცილებელი... ჩვენ ყველას ჩვენი გრძნობები გვაქვს. პირადად მე მინდოდა, რომ იმ მომენტში ჩემს გვერდით ჩემი მშობლები ყოფილიყვნენ. მსგავსი ფიქრები პერიოდულად მოდის ხოლმე თავში.

- საკმაოდ თავშეკავებული პიროვნების რეპუტაცია გაქვთ. თქვენ როგორ იქცეოდით გასახდელში?

- ჩემთვის უცო არ არის ემოციები და არც არასდროს ვცდილობ ვაკონტროლო. ყველა თავისებურად მოქმედებს მსგავს სიტუაციებში და მე პირადად იმ დიდებულ მომენტში უბრალოდ უსაზღვრო სიხარულს ვგრძნობდი.

- თქვენ ბევრს ესაუბრებოდით პუიოლს...

- მე ვფიქრობ, რომ გუნდის მწვრთნელს გარკვეული სიახლოვე უნდა ქონდეს თავის მოთამაშეებთან, ზუსტად ასე ჩნდება ნდობა მასსა და ფეხბურთეებს შორის. ამავდროულად იგი არ უნდა იყოს ბურთი, რომელიც ერთი ფეხბურთელიდან მეორესთან დახტისა. უნდა იყო ახლოს, მაგრამ გეჭიროს დისტანცია. რომ მოითხოვო ფეხბურთელისგან თავდადება, კარგად უნდა იცნობდე მას.

- თქვენს ნაკრების თამაშის შემოქმედი და მთავარი ფეხბურთელი ხავი იყო?

- ფეხბურთში არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი: „ითამაშე მოედნის ცენტრში ისე, როგორც თამაშობს გუნდი“. ხავის დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების სტილის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც ალონსოს, ინიესტასა თუ ბუსკეტსს.

- რომელი გადაწყვეტილება იყო ყველაზე რთული?

- ყველაზე რთული იყო გეყურებინა 12 ადამიანისთვის, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. საქმე იმაშია, რომ ეს 12 ადამიანი, რომლებიც თავიანთ კლუბებში მუდმივად ძირითადში არიან, იძულებულები იყვნენ თავის შანსს დალოდებოდნენ, ეს გრძნობა კი მათთვის საკმაოდ უცხოა. ნებისმიერი გუნდის ძალა, მისი სათადარიგოების საბრძოლო სულისკვეთებაშია, საკმარისი დაინახო, თამაშის წინ როგორი შემართებით ხურდებიან, რომ იმავდროულად მიხვდები თუ რა მდგომარეობაში იმყოფება კოლექტივი.

- იყო რაიმე უთანხმოება მადრიდელ და კატალონიელ ფეხბურთელებს შორის?

- მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. შეიძლება რაიმე დაძაბულობა მათ შორის არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ნაკრების თამაშზე არ აისახება.

- რატომ იყო გერმანიასთან ძირითადში პედრო? წაგების შემთხვევაში ხომ კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდებოდათ...

- იგი იყო ძირითადში, იმიტომ რომ მას ბრწყინვალე სეზონი ქონდა კლუბში. რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს, ჩვენ ვითვალისწინებდით იმას, რომ ფილპ ლამი საკმაოდ კარგად ერთვება შეტევებში და ზუსტად პედროს დავალება იყო მისი შეკავება, იგი მეტოქის ნახევარზევე უნდა დახვედროდა მას. იმ დღეს ლამს ნამდვილად არ ქონია ბევრი საშუალება თავისი კრეატიულობის გამოსავლენად.

- ჩილე თუ პარაგვაი, რომელი იყო ყველაზე რთული მოწინააღმდეგე?

- ისინი ძლიერები იყვნენ იმით, რომ ძლიერი პრესინგის ქვეშ ვიყავით მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერ ზონაში. ნადვილად არ იყო ჩვენთვის ადვილი მსგავსი დაცვის გადალახვა.

- ფინალური მატჩის შემდეგ გასახდელში ნადალი შემოვიდა...

- ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ფოტოსურათი გადავიღეთ, რომელსაც ჯერ ფედერაცია არ აქვეყნებს. ალბათ, ისინი მალე იხილავენ მზის სინათლეს. მახსოვს, ნადალი შემოვიდა ესპანეთის დროშით, თავიდან ვერც ვიცანი, ვფიქრობდი, რომ რომელიმე ფეხბურთელი იყო. მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ იგი ჩვენს შორის იყო, რაფა - ბრწყინვალე ადამიანი და სპორტსმენია.

- დაახასიათეთ მოწინააღმდეგეები რამოდენიმე სიტყვით, შვეიცარია?

მათ კარგად შეგვისწავლეს და ამიტომაც მთელი თამაში გვიჭირდა.

- ჰონდურასი?

- ჩვენთვის აუცილებელი იყო, რომ ჩვენს ძალებში დავრწმუნებულიყავით.

- ჩილე?

- ჩვენს წინააღმდეგ თუ ვინმემ დაცვითი თამაში ითამაშა, ყველაზე მეტად ეს იყო ჩილე. ძალიან გაგვიჭირდა.

- პორტუგალია?

- დიდებული გუნდი დიდებული შემადგენლობით. ისინი კიდებ ბევრჯერ შეახსენებ მსოფლიოს თავს.

- პარაგვაი?

- რაღაც ჩილეს მსგავსი, ძალიან სახიფათო გუნდია. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს მიმდინარე კოპა ამერიკაზე ვადევნოთ თვალი.

- გერმანია?

- მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ნათელი მაგალითი გუნდისა, რომელიც ბწყინვალეა ნებისმიერ ასპექტში. მე საკმაოდ მაღალ შეფასებას მივცემდი გერმანულ ფეხბურთს, როგორც ჰოლანდიურს. ზამთარში ვთანამშრომლობდი ჰოლანდიელ ვან მაარვიკთან, დიდებული გამოცდილება მივიღე.

- როგორი დამოკიდებულება გქონდათ, როგორც ნაკრების მწვრთნელს, კლასიკოების დაძაბულ სერიაზე?

- ვღელავდი. მატჩის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. მე განვიხილე სიტუაცია ფსიქოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან. ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა: „ვინსენტე, კონფლიქტი ჩნდება, როცა ოჯახები ერთმანეთს ქონებაზე ედავებიან. მაგრამ ჩვენ, ხომ არც ოჯახი გვყვავს და არც ქონება გვაქვს, ასე რომ შეგიძლია არ იღელვო“ და გადავწყვიტე, რომ საკმაოდ კარგი არგუმენტი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ისეთი რამ, რამაც შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს.

- ინიესტას ის სეზონი საკმაოდ მძიმე გამოუვიდა, გაგიხარდათ გამარჯვების გოლი, რომ ზუსტად მან გაიტანა?

- ჩემთვის სულერთი იყო ვინ გახდებოდა გოლის ავტორი, მე ნებისმიერი გამიხარდებოდა. უმთავრესი კი ესპანური ფეხბურთის მიღწევაა. მაგრამ ჟესტი, რომელიც სამუდამოდ დამამახოვრდება ეს არის ინიესტა და ხარკე. და მომენტი, როცა „ესპანიოლის“ სტადიონის მაყურებელი აპლოდისმენტებით ეგებება მას. ეს ყველაფერი ჩემი აზრით არაჩვეულებრივია.

- წარმატებამ, მსოფლიოს ჩემპიონატზე, შეცვალა რამე თქვენს პიროვნებაში?

- მგონია რომ არა.

- ფეხბურთელებში?

- ასევე...

- არ გიკვირთ, რომ ესპანურ ფეხბურთში უმაღლესი კლასის ფეხბურთელების სიუხვის მიუხედავად გრანდები აქცენტს უცხოელი ფეხბურთელების მოწვევაზე აკეთებენ?

- მესმის გრანდების პოლიტიკის, ისტორიულადაც ყოველთვის ასე იყო, რომ გრანდები უცხოელებს იწვედნენ, მაგამ სასურველი იქნებოდა, რომ ისინი გვერდს არ უვლიდნენ ნაკლებად ცნობილ ესპანელ ფეხბურთელებსაც.

 

  • khmala
  • 15 ივლისი 2011
  • 2 586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)