”რეალი? ჯერ გარკვეული არაფერია”
ჟურნალისტებთან ინტერვიუში, აგუერომ განაცხადა, რომ ჯერ არაფერია გარკვეული, თუმცა იგი არ გამორიცხავს სამეფო კლუბში გადაბარგებას...
ყველას კარგად მოეხსენება, რომ არგენტინელი ამჟამინდელ კლუბში აღარ დარჩება. ჟურნალისტების ჭორებს თუ დავუჯერებთ, იგი ტურინის ”იუვენტუსში” მიდის, თუმცა სერხიოს განცადებით, იგი ან ესპანეთში დარჩება ან კი ნისლიან ალბიონზე გადავა საცხოვრებლად.
”მე უკვე, მადრიდის ”ატლეტიკოს” ბოსებთან, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ახლა ჩემი აგენტები თავდაუზოგავად მუშაობენ, რომ საუკეთესო ვარიანტი იშოვონ. მე მათ ვენდობი”.
”ჯერ, ნამდვილად არ ვიცი, იმ კონკრეტული გუნდის ვინაობა, რომელშიც გადავალ, მარგამ ერთი კი ფაქტია, რომ ”ატლეტიკოში” აღარ დავრჩები. უარს არ ვიტყოდი, პრემიერ ლიგაში თამაშზეც, მაგრამ ყველაზე ძალიან ისევ პრიმერა მაწყობს”.
”უკვე დიდი ხანია, ”როხიბლანკოს” ღირსებას ვიცავ და ვგონებ დროა უფრო სერიოზული გამოწვევა მივიღო. მე მგონი, ეს დავიმსახურე” - განაცხადა აგუერომ.
წყარო:as.com
- 15 ივლისი 2011
- 1 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.