"რეალი" და "ბარსელონა" ჩილელი რონალდოსთვის იბრძოლებენ
ახალგაზრდა ტალანტმა ფეხბურთელმა უფრო დააპირისპირა "რეალი" და "ბარსელონა". ეს ფეხბურთელი ჩილელი ნიკოლ მილანია, რომელიც 17 წლისაა და თამაშობს ინგლისურ "ევერტონში". მის ქვეყანაში მას ადარებენ კრისტიანო რონალდოს.
საკუთარ ქვეყანაში დებიუტი ჰქონდა 14 წლის ასაკში. ექსპერტების თქმით, მას დიდი მომავალი აქვს.
ორი წლის განმავლობაში "ჩელსიში" გადიოდა ტესტებს
მისმა ტექნიკამ "ჩელსის" მესვეურების ყურადღება მიიპყრო და ორი წლის განმავლობაში მას აკვირდებოდნენ, მაგრამ ლონდონელებმა გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ ფეხბურთელი. შემდეგ ის გაემგზავრა არგენტინაში, სადაც ის თამაშობდა "რივადავიასა" და "ტიგრესში". იქ მან წარმატებით შეძლო გამოსვლა და ინგლისურ "ევერტონში" ჩაირიცხა.
კრისტიანო რონალდოს იმიტომ ადარებენ, რომ ორივე ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე თამაშობს, აქვს სისწრაფე და ტექნიკაც.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 22 სექტემბერი 2009
- 2 289
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.