News!!!
გთავაზობთ სხვადასხვა ამბებს მადრიდის "რეალის" შესახებ...
პანამის პრეზიდენტი სტუმრად "ბერნაბეუზე"
ორიოდე დღის წინ მადრიდს საქმიანი ვიზიტით პანამის პრეზიდენტი, რიკარდო მარტინელი სტუმრობდა დელეგაციასთან ერთად. ცხადია, სტუმრებს მასპინძლობა ფლორენტინო პერესმა გაუწია. თავდაპირველად დონ ფლორე მარტინელისა და პანამის პირველ ლედის შეხვდა, რომლის დროსაც გაფრომდა ხელშეკრულება მადრიდის "რეალის" ფონდსა და პირველი ლედის საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ხელშეკრულების თანახმად ფონდი ცენტრალური ამერიკის ცენტრალურ ქვეყანაში საფეხბურთო აკადემიას გახსნის.
ამ შეხვედრის შემდეგ, პერესი, მარტინელი და მისი მეუღლე დელეგაციის წევრებს შეუერთდნენ. სტუმრებმა "ბერნაბეუ" და მუზეუმი დაათვალიერეს. გიდობას მათ თავად დონ ფლორე უწევდა. მარტინელი აღფრთოვანებული დარჩა მადრიდში სტუმრობით და ქება და დიდება არ მოუკლია "რეალისთვის". მან წასვლისას შემდეგი განცხადება გააკეთა: "ხალხს ჩვენს ქვეყანაში ძალიან უყვარს ფეხბურთი, მათი უმრავლესობა მადრიდის "რეალს" უჭერს მხარს. მე მინდა "ბლანკოსს" მივულოცო ის ყველა თასი,რომელიც მათ აქამდე მოიგეს. ასევე მინდა ვისურვო,რომ კიდევ მეტი და მეტი აკადემიები გახსნას ფონდმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში."
ოფიციალური განცხადება
მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, სერბმა ნოვიკა ველიკოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა. ამჟამად კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზეა გერმანიაში,საიდანაც მცირე კომენტარი გააკეთა:
"კონტრაქტის გაფორმებაზე ბევრი არც მიფიქრია, რადგან მე მინდოდა "რეალში" დარჩენა. მე აქ მეგობრები მყავს, თავს კარგად გვრძნობ, მიყვარს ეს კლუბი და მზად ვარ თავდაუზოგავად ვითამაშო, რათა "რეალმა" წარმატებას მიაღწიოს. მე არ მქონდა კარგი სეზონი, მაგრამ მომავალში გულშემატკივრები სულ სხვა ნოვიკა ველიკოვიჩს იხილავენ. კლუბში დარჩენა პირადად ლასომ შემომთავაზა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო. მე მის მიერ გაწვრთნილ "ლაგუნ აროში" ვთამაშობდი და მას კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ჩვენ ტიტულებს მოვიგებთ."
ფონდის კიდევ ერთი ხელშეკრულება
როგორც ზემოთ ვახსენე, ფლორენტინომ პანამის პირველ ლედისთან ხელშეკრულება გააფორმა. ამას კიდევ მოჰყვა მორიგი, ამჟამად ფონდ "მაფრესთან". ხელშეკრულების თანახმად, მადრიდის "რეალმა" 2012 წლამდე უნდა ააგოს აკადემიები პანამაში, ელ სალვადორსა და რიო დე ჟანეიროში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ფლორენტინო პერესი, ვიცე პრეზიდენტი ენრიკე სანჩესი, ფონდის საპატიო წევრი ხოსე სანჩეს ბერნალი, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ოფისის გენერალური დირექტორი მანუელ რედონდო, ფონდის მენეჯერი ხულიო გონსალეს რონკო, "მაფრეს" პრეზიდენტი ხოსე მანუელ მარტინესი, ვიცე პრეზიდენტი ანტონიო ჰუერტას მეხიასი, მესამე ვიცე პრეზიდენტი ფერნანდო გარიდო ტომე და გენერალური დირექტორი ანტონიო გარსია ინფანზონი.
ბუტრაგენიო საზაფხულო ბანაკს ეწვია
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფონდმა სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს საშუალება მისცა, ზაფხული ბანაკებში გაეტარებინათ. ამ პროექტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი ემილიო ბუტრაგენიოა. ასევე მას გვერდში ედგა ესტებან გრანერო. გუშინ ერთ-ერთ ბანაკს, სადაც 175 ბავშვია კანადიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და კოლუმბიიდან, ემილიო ესტუმრა.
ემილიო ბუტრაგენიო: "მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,რომელიც დამეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში. ვიმედოვნებ,რომ ეს პროექტი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ასევე იმედი მაქვს,რომ თქვენ (მიმართავს ბავშვებს) ისევ გიხილავთ აქ."
რამოსსა და პეპეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
როგორც უკვე იცით, სერხიო რამოსსა და პეპეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. როგორც გაირკვა, ორივე მათგანმა ეს კარგი ახალი ამბავი არ იცოდა გუშინ დილამდე. ისინი ორივენი გახარებულნი არიან ამ ფაქტით და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. თანაგუნდელებმა მათ უკვე მილოცეს და ლოს ანჯელესის შეკრებაზე ერთგვარი ზეიმი მოწყვეს.
"ბერნაბეუს" თასზე "რეალის" მეტოქე "გალათასარაი" იქნება
რიგით 33-ე "ბერნაბეუს" თასზე "ბლანკოსის" მეტოქე თურქული "გალათასარაი" იქნება. ჟოზე მოურინიოს გუნდი ტიტულის დაცვას შეეცდება. როგორც იცით, შარშან "მერენგებმა" "პენაროლი" დაამრცხეს აღნიშნულ თასზე. შეხვედრა 24 აგვისტოს გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
"გალათასარაი" პირველი თურქული კლუბი იქნება,რომელიც აღნიშნულ თასზე მიიღებს მონაწილეობას. მათ თავიანთ ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავეს წინა სეზონში. რაც შეეხება ახლა შენაძენებს, ესენი არიან: მუსლერა, უჯფალუსი და ელმანდერი.
"რეალი" და "გალათასარაი" ერთმანეთს არსებობის ისტორიაში 3-ჯერ შეხვდნენ. პირველად ისინი 2000 წელს ევროპის სუპერ თასის ფინალში დაუპირისპირდნენ. მაშინ თურქებმა დამატებით დროში იმარჯვეს. რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. თურქეთში მასპინძლებმა იმარჯვეს - 3-2, ხოლო მადრიდში "ბლანკოსებმა" 3-0 გაანადგურეს მეტოქე.
ოფიციალური განცხადება
მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდმა მიაღწია შეთანხმებას "გრან კანარიასთან" იესე კაროლის ტრანსფერთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი 2014 წლამდე ითამაშებს მის ყოფილ კლუბში.
ინფრომაციის წყარო: RealMadrid.Com
By Wishmaster...
- 14 ივლისი 2011
- 3 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.