"მანჩესტერ სიტიმ" და "რეალმა" შეთანხმებას მიაღწიეს
როგორც გამოცემა "Daily Mirror" იტყობინება მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ტევესის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
"მანჩესტერ სიტიმ" განიხილა მადრიდის "რეალის" შეთავაზება ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით. ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ ტრანსფერის ფასი 49 მილიონიდან 53 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ოფიციალურად ტევესი მადრიდის "რეალის" მოთამაშე გახდება "კოპა ამერიკის" დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "კოპა ამერიკა" 24 ივლისს მთავრდება.
წინა სტატიებიდან შეგახსენებთ, რომ მისმა ორმა თანაგუნდელმა კამბიასომ და ვინსენ კომპანიმ გააკეთეს კომენტარები სადაც ტევესს "რეალში" წარმატებები უსურვეს. გუშინ კი მისმა აგენტმა დაადასტურა, რომ ტევესი კარიერას ესპანეთში განაგრძობს.
Daily Mirror
- 14 ივლისი 2011
- 4 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.