ტკბილი მოგონებები "ელ მადრიგალზე"
უკვე მოგახსენეთ, რომ "ელ მადრიგალზე" თამაში ნამდვილად არ არის იოლი, თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უპირატესობა მადრიდის "რეალის" მხარესაა.
დედაქალაქელების ვიზიტი "ვილიარეალთან" სტუმრად, სულ 10 შეხვედრას მოიცავს.მრავლისმეტყველია ის, რომ "ყვითლებმა" საშინაო კედლებში 5 თამაში წააგეს, 3 ყაიმით დაასრულეს და 2-იც მოუგეს "თეთრებს."
გუნდების დაპირისპირებების ისტორია 1998 წლის 31 აგვისტოს დაიწყო.მაშინ, ლეგენდარულ "ბერნაბეუზე" მასპინძლებმა 4-1 დაჯაბნეს "ვილიარეალი" და ამავე ჩემპიონატის მეორე წრის მატჩში ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და კვლავ იმარჯვეს.
"ელ მადრიგალზე" "ყვითლებმა" პირველად ლოპეს კაროს დროს დაჩაგრეს "რეალი," ხოლო მეორედ კი გასულ სეზონში, როდესაც მათ 3-2 მოუგეს სამეფო გუნდს (იგუაინმა და ვაარტმა გაიტანეს "რეალის" რიგებიდან, თუმცა ეგ საკმარისი არ აღმოჩნდა).
ყველაზე შედეგიანად კი მადრიდელებმა 2007 წლის 2 სექტემბერს ითამაშეს ვილიარეალში.მაშინ ჩვენებმა სნეიდერის დუბლის, რაულის, ნისტერლოისა და გუტის გოლების წყალობით 5-0 გაასწორეს მიწასთან მასპინძლები.ეს სწორედ იმ სეზონის დასაწყისი იყო, როდესაც "ბლანკოსმა" "სიბელესზე" 31-ე ლა ლიგის ტიტული აღმართა.
- 22 სექტემბერი 2009
- 2 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.