ვენგერს ფაბრეგასი მხოლოდ ''რეალისთვის'' ემეტება
საზაფხულო დრამა გრძელდება, ''არსენალი'' ცდილობს შეინარჩუნოს კაპიტანი,თუმცა 45 მილიონის საფასურად ლონდონელები მზად არიან შეეგუონ მათ.
როგორც ინგლისური მედია იუწყება ''არსენალს'' სურს ''რეალს'' მიჰყიდოს სესკი, რადგან ისინ უფრო მეტს იხდიან, ხოლო ''ბარსელონა'' 30 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ალბათ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სატრანსფერო პროცესი, რომელიც რამდენიმე წელია დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. თავის მხრივ ლონდონელებს სურთ, ფინანსური სარგებლის მიღება და ძვირად გაყიდვა ფაბრეგასისა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ვენგერმა თავად შესთავაზა ფეხბურთელს ''რეალში''გადასვლა და დასძინა, რომ თეთრებში უფრო წარმოუდგენია იგი.
თავად სესკს, რაც შეეხება, მისი სურვილი და მისწრაფება ცნობილია. მას სურს ''ბარსაში'' თამაში და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. დაველოდოთ მოვლენებს შედგება თუ არა სენსაციური ტრანსფერი
- 10 ივლისი 2011
- 3 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.