პელეგრინის მატჩისწინა პრესკონფერენცია
მანუელ პელეგრინისათვის ოთხშაბათის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.ჩილელი დამრიგებელი, 5 წლის მანძილზე წინ უძღვოდა "ყვითლებს," თუმდა ახლა "რეალის" თავკაცია და მიუხედავად "ვილიარეალისადმი" დიდი სიმპატიისა, ის მორიგი სამი ქულის აღებას ყველანაირად ეცდება.
- რას გრძობთ ახლა, როდესაც ყოფილ გუნდს უპირისპირდებით?
- ერთობ სასიამოვნოა "ვილიარეალში" დაბრუნება.მე იქ 5 წელი გავატარე, რისთვისაც ბედნიერი ვარ.ამ არცთუ ისე მოკლე დროში, მე უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი, დაწყებული გუნდის "ჩინოვნიკებიდან," დამთავრებული რიგითი ფეხბურთელბისგან.წინა ხუთი წელი ექსტაორდინარული იყო, არა იმიტომ რომ ჩვენ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ, არამედ იმიტომაც რომ გუნდის კარგი შედეგი ჰქონდა.რაც შეეხება ჩემს კლუბიდან წასვლას, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მე ახალი გამოძახილი მივიღე.საჭიროდ ჩავთვალე ამ ეტაპზე, ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
- შემდეგი გასვლითი შეხვედრები, "ვილიარეალისა" და "სევილიის" წინააღმდეგ გაქვთ.იქნება თუ არა ეს კარგი შანსი, რათა გამოჩნდეს გუნდის ნამდვილი შესაძლებლობები?
- სამეფო გუნდში ყველაფერი ანალიზდება და ამიტომაც ყველას გავრკევული წარმოდგენა აქვს გუნდზე."ვილიარეალი," "ტენერიფე" და "სევილია," არცერთი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი.ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მადრიდის დამარცხება შეძლონ.ჩვენ ნებისმიერი მატჩში, ინდივიდუალური თუ კოლექტიური ძალებით, ვეცდებით ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას."რეალი" ამ გუნდებთან შერკინებაზე, პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე, თავდაუზოგავად იმუშავებს.
- სიურპრიზი ხომ არ არის ის, რომ სამეფო გუნდი ასეთი შედეგიანობით გამოირჩევა (საქმე ეხება გატანილ გოლებს)? თქვენი აზრით, "რეალი" "ბარსას" გაუთანასწორდება თამაშის დონეში?
- სიურპრიზი ნამდვილად არ არის.თქვენ კარგად ხედავდით, თუ როგორი შედეგიანი იყო გუნდი ამხანაგურ შეხვედრებშიც.წინასასეზონო მომზადების დროს, დიდი აქცენტი სწორედ შეტევის გაუმჯობესებაზე იყო გაკეთებული.ბევრი ფეხბურთელი თავისი ხასიათისა და შესაძლებლობის გამოვლენას ვარჯიშებზე ახერხებს.ჩვენ უნდა დავაფასოთ მათი სტილი და მონდომება, რათა უკეთესად ითამაშონ.რაც შეეხება "ბარსას," მე არავის არ ვეტყვი რომ ისე ვითამაშოთ, როგორც კატალონიელება აკეთებენ ამას.ეს ორი გუნდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.მათ საკუთარი ფილოსოფია აქვთ.ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმუმი გაღება, რათა სტადიონზე მოსული გულშემატკივრები, მხირუალნი გავუშვათ
ტრიბუნიდან.
- რა დრო გჭირდებათ იმისათვის, რომ გუნდი ბოლომდე შეთამაშდეს?
- კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე არ არის საუბარი.მინდა გითხრათ, რომ წინასასეზონო მომზადება, იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ვქმნიდით ახალ კონკურენტუნარიან და ძლევაშემოსილ გუნდს, რათა ჩვენ შევძლოთ ახალი ტიტულებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა.შესაძლოა ბევრი კრიტიკა მოდიოდეს ჩვენთან დაკავშირებით, რომ გუნდი ვერ თამაშობს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ გასული სამი შეხვედრიდან ჩანს, რომ კლუბის აღმავლობა დაწყებულია.კვირიდან-კვირამდე ჩვენ გავაუმჯობესებთ თამაშს.
- რა პარალერს გაავლებთ "რეალსა" და "ბარსას" შორის და თუ უყურებთ კატალონიელების თამაშებს?
- როდესაც დრო მაქ, ვცდილობ მატჩებს ვუყურო და მეტი ინფორმაცია მივიღო ამა თუ იმ კლუბზე.
- 22 სექტემბერი 2009
- 3 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.