ნეიმარს აგენტმა "რეალსა" და "სანტოსს" შორის გარიგება უკვე შედგაო
"ნეიმარს უნდა გაეკეთებინა არჩევანი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. და მან არჩევანი უკვე გააკეთა. "სანტოსის" პრეზიდენტი ჟუნიორს უკვე ესაუბრა და მას საკითხი დაუსვა - ანუ უნდა წასულიყო ან უნდა დარჩენილიყო. მინდა გითხრათ,რომ ეკონომიკური საკითხები უკვე მოგვარებულია "რეალსა" და "სანტოსს" შორის. მე ვესაუბრე "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას და ისინი მზად არიან გადაიხადონ 45 მილიონი. ამ შემთხვევაში, "სანტოსი" ნეიმარს უპრობლემოდ დათმობს. ასევე მინდა დავამატო,რომ "ბარსელონა" უფრო სარფიან გარიგებას სთავაზობდა "სანტოსის" ხელმძღვანელობას. ისინი მზად იყვნენ ნეიმარი 45 მილიონად შეეძინათ და 1 წლით დაეტოვებინათ კლუბში. ცხადია ეს თავად ფეხბურთელსაც სურდა, მაგრამ საბოლოოდ უარი განაცხადა." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი, ვაგნერ რიბეირო.
- 9 ივლისი 2011
- 3 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.