ლეონი და დრენტე ამერიკის ტურნეზე არ გაემგზავრებიან
ჟოზე მოურინიომ პედრო ლეონის და როისტონ დრენტეს ტურნეზე წაყვანაზე უარი განაცხადა.
პედრო ლეონი მადრიდის რეალს ზუსტად ერთი წლის წინ, 2010 წლის ივლისში შეუერთდა. თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. საქმე იმაშია, რომ კლუბის თავარმა მწვრთნელმა იგი, როგორც ფეხბურთელი დაიწუნა და გადაწყვიტა ლეონი გუნდიდა გაუშვას.
რაც შეეხება როისტონ დრენტეს, იგი სამეფო კლუბში 2007 წელს გადმოვიდა. შარშან კი იგი "ერკულესში" იჯარის სახით გაუშვეს. ლეონის მსგავსად მასაც თითქმის არ ეძლეოდა თამაშის საშუალება. აქედან გამომდინარე ეს ორი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" დატოვების პირველი კანდიდატები არიან. სწორედ ამიტომ ისინი ამერიკულ ტურნეზე ვერ გაემგზავრებიან.
ინფორმაციის წყარო: Eurosport.com
- 9 ივლისი 2011
- 2 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.