გრანეროს ბანაკის ბავშვები სტუმრად "ბერნაბეუზე"
როგორც მოგეხსენაბათ, მთელი ზაფხულის განმავლობაში მადრიდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვები საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ. ამას ფონდი უზრუნველყოფს, თუმცა ესტებან გრანერომ თავისი ხარჯებით გადაწყვიტა ერთი ასეთი ბანაკის გაკეთება, სადაც ასამდე ბავში ირიცხება. დღეს ყველა მათგანი პერესის მიწვევით "ბერნაბეუზე" იმყოფებოდა.
აბრაამ გარსია, გრანეროს ბანაკის დირექტორი:
"ბავშები აღფრთოვანებულნი არიან აქ ყოფნით, მითუმეტეს,რომ მათ გრანერო უწევს დახმარებას. გარდა კარგი ფეხბურთელობისა, ესტებანი დიდებული პიროვნებაა და მას აქვს ისეთი ინტელიგენტური ღირებულებები,როგორიც "რეალს" შეეფერება. ის ბავშვებს აძლევს რჩევებს, უტარებს საფეხბურთო გაკვეთილებს და ასწავლის სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებს. მე ვამაყობ,რომ მის ბანაკს ვხელმძღვანელობ და ამ სამუშაოს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები."
- 9 ივლისი 2011
- 2 008
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.