მადრიდის "რეალი" ფსონს ახალგაზრდებზე ჩამოდის
ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა ამ სატრანსფერო პერიონდში გუნდს კვლავ ახალგაზრდა ფეხბურთეები შემატოს. ბოლო ტრანსფერებიდან სამეფო კლუბის სიაში ყველაზე "უხუცესი" 25 წლისაა.
ამჟამად გუნდსი საშუალოდ ირიცხებიან 24.8 წლის ფეხბურთელები. მხოლოდ რიკარდო კარვალიო და იკერ კასილასი არიან 30 წლის. დანარჩენი ოცი ფეხბურთელის ასაკი 26-ს არ აღემატება.
შარშან შეძენილმა ახალგაზრდა ფეხბურთელემბა (ხედირა, ოზილი და დი მარია) ჟოზე მოურინიოს იმედები გაამართლეს. სწორედ ამიტომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა გადწყვიტა გუნდს კვლავ ახალგაზრდა ტალანტები შემატოს: ალტინტოპო (28 წლის), კალეხონი (24), შაჰინი (22), ვარანი (18) და კოენტრაო (23).
თუ წარსულს გადავხედავთ (2 წლის წინ), დავინახავთ, რომ კლუბში რონალდოს, კაკას და ბენზემას მოსვლის შემდეგ შემადგენლობის საშუალო ასაკი 23.7 წელიწად შეადგენდა. ანუ გუნდს ახალგაზრდა სისხლი შეემატა.
რაფაელ ვარანი 18 წლის და ორი თვისაა. იგი არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ფლორენტინო პერესმა შეიძინა. მისი წინამორბედნი იყვნენ სერხიო კანალესი და სერხიო რამოსი, რომლებმაც თეთრ მაისურს პირველად 19 წლის ასაკში გაუგეს გემო.
გასულ სეზონსი მადრიდის "რეალმა" მხოლოდ კოპა დელ რეის მოგება შეძლო. ახალგაზრდული გუნდის შექმნით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა იმედს იტოვებს, რომ "ბლანკოსი" უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.
- 8 ივლისი 2011
- 2 346
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.