ნომერი 19 ახალ მფლობელს ეძებს

1995-96 წლების სეზონის შემდეგ ნომერი 19 მადრიდის რეალში უიღბლობის სიმბოლოდ იქცა. აქედან მოყოლებული 19 ნომრიანი მაისური 2 სეზონზე მეტჯერ არც ერთ ფეხბურთელს უტარებია, ყველა მათგანი ძალიან მალე ტოვებდა გუნდს. არ აქვს მნიშვნელობა, რა იმედებს ამყარებდნენ ფეხბურთელზე, ან რა თანხას იხდიდნენ მასში. 19-ის მორგებისთანავე ფეხბურთელი წარუმატებელი ხდებოდა. მისტიკა? რწმენის საკითხია... ერთხელ მოხდა - შემთხვევითობა, მეორეჯერ - დამთხვევა, მესამეჯერ - პერიოდულობა. 11 ჯერ თუ მოხდა მაშინ?

ყველა რიცხვს თავისი ისტორია, აღნიშვნა და მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ცხრამეტს, იგი ერთ-ერთი ყველაზე მისტიკურია. ყურანში 19 ანგელოზი ისვენებს ჯოჯოხეთში. აგრეთვე ამ რიცხვის გაგონებისას გვახსენდება სტივენ კინგი, ადამიანი, რომლის სახელიც ასოცირდება საშინელებასთან და მისტიკასთან. მისი წიგნების ციკლში "ბნელი სასახლე" - 19 მთავარი გმირის კარმას სიმბოლოა.

ახლა კი უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ და განვიხილოთ რა მოხდა უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში.

1995-96 მიკელ ლასა, 24 წლის. 23 მატჩი 1 გოლი
1996-97 -//- 13 მატჩი 0 გოლი


92-93, 93-94 და 94-95 წებში ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ძალიან მნიშვნელოვან გოლებსაც იტანდა. 1995-96 წლებში კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა ფეხბურთელს რეგულარული ნომერი უნდა ჰქონოდა. მანამდე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები 1 დან 11 მდე ირგებდნენ მაისურებს. ახალი გადაწყვეტილების შემდეგ ლასას 19 ნომერი ერგო. ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წავიდა. პირველი სეზონი ნორმალურად ჩაატარა, თუმცა ნელ-ნელა იმკვიდრებდა ადგილს სათადარიგოთა სკამზე. 96-97 წლებში მან მხოლოდ 13 მატჩი ითამაშა, სულ რაღაც 300 წუთი. რის შემდეგაც მიკელმა კლუბი დატოვა.

1997-98 ფერნანდო სანსი, 23 წლის. 9 მატჩი 0 გოლი
1998-99 -//- 11 მატჩი 0 გოლი


გზავნილი - თეთრი მაისური 19 ნომრით. მიმღები - ფერნანდო სანსი. კანტერიდან გადმოსულმა ცენტრალურმა მცველმა თავი გულშემატკივრებს სასწაული შეცდომებით და იმ ფაქტით დაამახსოვრა, რომ რეალის პრეზიდენტის შვილი იყო. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა გუნდისათვის ღირებული არაფერი გაუკეთებია. როდესაც პრეზიდენტის შვილობით დაიღალა, ბარგი ჩაალაგა და მალაგაში გადავიდა. თავისი პირველი გოლი კარიერაში მადრიდის რეალს გაუტანა, შემდეგ კი მამამისის გზას დაადგა და პრეზიდენტი გახდა, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა.

1999-00 ნიკოლა ანელკა, 20 წლის. 29 მატჩი 4 გოლი


ლორენცო სანსმა ანელკა 31 მილიონ ევროდ იყიდა და ამ ტრანსფერს შესანიშნავი უაზრობა უწოდა. არსენალის ფანებმა კი - შესანიშნავი თავიდან მოშორება, კარგ ფასად. ფრანგი ფორვარდი გუნდის წევრებს სონი ფლეისთეიშენს ამჯობინებდა და არც ცდილობდა ახალ პარტნიორებთან დაახლოებას ან დამეგობრებას. გასაკვირი არ არის, რომ მისი ნომერი 19 იყო. სუპერტალანტის სტატუსით მოსულმა ფეხბურთელმა რეალი 1 წელში დატოვა.

2000-01 ტოტე, 22 წლის. 6 მატჩი 0 გოლი

ახალგაზრდა ნიჭიერი კანტერანო დელ ბოსკეს დროს გადმოვიდა პირველ გუნდში და მაშინვე არასწორი არჩევანი გააკეთა (სისტემური შეცდომის ხმა!) - მან აირჩია არასწორი ნომერი. მან 90 წუთის ჩატარებაც ვერ მოახერხა მთელ სეზონში, სეზონის დასრულების შემდეგ იგი არენდით გაუშვეს, 2002 წელს დაბრუნდა და თავი იმით დაამახსოვრა გულშემატკივარს, რომ კინაღამ რეალს ჩემპიონობა დააკარგინა. 2003 წლის ზაფხულში მან საბოლოოდ დატოვა მადრიდის რეალი.

2002-03 ესტებან კამბიასო, 22 წლის. 33 მატჩი
2003-04 -//- 22 მატჩი


ახალგაზრდა ესტებანი არგენტინიდან გადოიყვანეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. დელ ბოსკემ თავიდანვე დიდი ნდობა გამოუცხადა ფეხბურთელს და პირველ 18 შეხვედრაში ძირითადში იწყებდა თამაშს, თუმცა ესპანელმა მწვრთნელმა მალევე შეატყო, რომ კამბიასო მარტო ვერ შეძლებდა თამაშს და მეწყვილე სჭირდებოდა, მაკელელესთან ერთად კი სავსებით მოუქნელი ჩანდა შეტევებში, ერტი სიტყვით ხის ბიჭუნას წააგავდა. ზიზუს, ფიგუს და რონალდოს ფონზე ესტებანი ცუდ ფეხბურთელად ჩანდა და ვერც გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. შეიძლება ეს ნომრის ბრალია, შესაძლოა ესპანურ ფეხბურთს ვერ მოერგო. თუმცა ნომრის შეცვლასთან ერთად კამბიასომ კლუბიც შეიცვალა.

2004-05 ვალტერ სამუელი, 26 წლის. 38 მატჩი 2 გოლი

სერია ა-ს აუღებელი ციხე სიმაგრე, მასში მადრიდის რეალმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და ელოდნენ, რომ იგივე თამაშს აჩვენებდა, რომლითაც იტალიაში გაითქვა სახელი. მაგრამ მადრიდის რეალიდან ისევე წავიდა, როგორც ანელკა. ვალტერიც 19 ნომრიან მაისურს ატარებდა. იქნებ ყველაფერი ამის ბრალი იყო?

2005-06 ანტონიო კასანო, 23 წლის. 13 მატჩი 1 გოლი

სუპერტალანტი - სწორედ ასე აფასებდნენ მას საფეხბურთო ექპერტები. კასანო რეალში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სრულიად უფასოდ გადმოვიდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მიუხედავად ამისა ფეხბურთელმა ვერ იპოვა თავისი ადგილი ვერც მოედანზე, ვერც ცხოვრებაში. ანტონიომ იმ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა... ცნობილი ნომრის კიდევ ერთი მსხვერპლი.

2006-07 ხოსე ანტონიო რეიესი, 23 წლის. 34 მატჩი 7 გოლი

კასანომ დიდხანს არ დაიტოვა დაწყევილი ნომერი და იგი არენდით მოსულ ხოსე ანტონიო რეიესს უბოძა. რეიესმა სეზონი ცუდად არ ჩაატარა, თუმცა არასტაბილურობით გამოირჩეოდა. 19-მა ისიც შეიწირა, ფორვარდს არც ჩემპიონობის მომტანმა გოლებმა უშველეს. მან ისე დატოვა გუნდი, გახარებაც ვერ მოასწრო.

2007-08 ჟულიო ბაპტიშტა, 26 წლის. 30 მატჩი 4 გოლი

ჟულიო არენდიდან დაბრუნდა რეალში, როგორც აღმოჩნდა მისი მოსვლა 19 ნომრის აღებასთან და წასვლასთან იყო დაკავშირებული. მან თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ ბარსელონას კარში ნოუ კამპზე გამარჯვების გოლი გაიტანა. როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს 19 მისი საყვარელი რიცხვია, ამ შემთხვევაში მან ფეხბურთელს უღალატა.

2008-09 კლას-იან ჰუნტელაარი, 25 წლის. 20 მატჩი 8 გოლი


ჟულიოს წასვლის შემდეგ ნახევარი სეზონი 19 ნომერი არავის აუღია, იგი ზამთარში მოსულ ჰუნტელაარს შეხვდა. ის 20 მილიონ ევროდ მოვიდა, გაიტანა 8 გოლი და 8 მილიონ ევროდ წავიდა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალში იმ თავდამსხმელებმა, რომლებმაც 19 ნომრიანი მაისური მოირგეს, ბომბარდირის თვისებები დაკარგეს. ჰუნტელაარმა მილანში ვერ გაამართლა, რის შემდეგაც შალკეში გადაბარგდა და ახლაც იქ თამაშობს, თუმცა ის პოპულარობა, რაც მანამდე ჰქონდა მთლიანად დაკარგა.

2009-10 ეზეკილ გარაი, 23 წლის. 23 მატჩი 1 გოლი
2010-11 -//- 6 მატჩი 0 გოლი


აწმყო. ეს ნომერი ეზეკილს პირდაპირ არ მიუღია, მანამდე იგი ნეგრედომ მოირგო, რომელიც ეგრევე გაყიდეს. ამის შემდეგ 2 ამხანაგურ მატჩში ბენზემამ ჩაიცვა, თუმცა მალევე მოვიდა საღ აზრზე და 11 ნომრიანი მაისური არჩია. "19 ნომრის წყევლას" ბენზემა დღემდე იმკის და ბოლომდე ვერ განთავისუფლდა მისგან. აი გარაიმ კი მისი მთელი მძვინვარება განიცადა. მრავალჯერ მიიღო ტრავმა სწორ ადგილას, ისე რომ მას საფრთხე არ ემუქრებოდა, სტაბილური სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსი და ყველა ის "ბედნიერება" რაც ამ რიცხვს თან ახლავს. ალბათ ცოტა ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ გარაი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და იგი უკეთეს ბედს იმსახურებდა.

ფრთხილად იყავით, უიღბლო 19 ნომერი ახალ მფლობელ-მსხვერპლს ეძებს...

  • SunSay
  • 8 ივლისი 2011
  • 3 498
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)