სავიოლა:"მე წავედი მადრიდიდან, რათა ისევ ბედნიერი ვიყო"
ხავიერ სავიოლამ, რომელმაც ამ ზაფხულს დატოვა "რეალი" და გადაბარგდა პორტუგალიურ "ბენფიკაში" აცხადებს, რომ არ იყო ბედნიერი მადრიდულ კლუბში.
"მე ახლა "ბენფიკას" ფეხბურთელი ვარ. მე აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს. ვიღებ საკმარის სათამაშო პრაქტიკას. მე მომწონს აქაური ხალხი, აქაური თამაშის სტილი, მაგრამ მადრიდში თამაშისას მე არ მქონდა ასეთი გრძნობა. მე ვგრძნობდი ჩემს მიმართ ნეგატიურ მოპყრობას. არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა "რეალში" ერთი სეზონით დავრჩი. ადრე უნდა დამეტოვებინა ესპანეთის დედაქალაქი".
"როცა არ თამაშობ ყველაფერს შავ ფერებში ხედავ. ძნელია ივარჯიშო, როცა იცი, რომ არ გათამაშებენ, მაგრამ მე მუდამ პოზიტიური მენტალიტეტი მქონდა. ახლა ბედნიერი ვარ ახალი გუნდით. გახარებული ვარ, რადგან მენდობიან"–განაცხადა სავიოლამ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 22 სექტემბერი 2009
- 2 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.