ბექჰემი:"დიდებული იქნება "რეალის" წინააღმდეგ თამაში"
ამასთან დაკავშირებით დევიდმა მცირე ინტერვუ გააკეთა ჟურნალისტებთან:" დიდებული იქნება "რეალის" წინააღმდეგ თამაში. მე "ბლანკოსს" არ დავპირისპირებივარ მადრიდიდან წამოსვლის შემდეგ. მართალია გასულ წელს "მერენგები" ჩემს ამჟამინდელ კლუბს დაუპირისპირდნენ, მაგრამ მე იმ შეხვედრაში არ მიმიღია მონაწილეობა. რონალდო, კაკა, კასილასი და სხვები და სხვები - დიდებული იქნება მათთან თამაში, განსაკუთრებით ჩემი თანაგუნდელთათვის."
ალბათ არავის არ გჭირდებათ შეხსენება, მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვით მიმოვიხილავ ბექზის 4 დაუვიწყარ სეზონს, რომელიც მან "რეალში" გაატარა. დევიდი 2003 წელს "ბლანკოსში" "მანჩესტერიდან" გადმოვიდა. მან 4 შესანიშნავი სეზონი გაატრა და გულშემტკივრებს თავი ულამაზესი გადაცემებითა და საჯარიმო დარტყმებით დაამახსოვრა. ბექჰემმა "თეთრების" შემადგენლობაში პირველი ტიტული 2003 წელს მოიპოვა. მაშინ "რეალმა" ესპანეთის სუპერთასი მოიგო, დაამარცხა რა "მალიორკა", ხოლო მის უკანასკნელ სეზონში "ლა ლიგის" თასი აღმართა. "რეალში" ასპარეზობისას ბექზი გახდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მატჩი ჰქონდა ჩატარებული "ლა ლიგაში". საერთო ჯამში დევიდმა თეთრი მაისური 158-ჯერ მოირგო და 20 გოლის გატანაც მოახერხა.
- 7 ივლისი 2011
- 3 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.