ალექსისა და კარვახალის კომენტარები
მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდიდან გინეს მელენდეზის ნაკრებში ორი ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან - ალექსი და კარვახალი. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი რუმინეთში ჩატარდება და იგი სტარტს 20 ივლისს აიღებს,ხოლო 1 აგვისტოს დასრულდება. ესპანელები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებიან. ამჟამად მელენდეზს 18 ფეხბურთელი ლას როზასში ჰყავს და ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს.
ალექსი:
"ჩვენ გვქონდა დადებითი სეზონი. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა მეორე წრეს, მაგრამ ჩვენ გამოვვარდით ლიგის პლეიოფიდან. ჩვენ მომავალ სეზონში ვეცდებით, რომ ფინალსაც მივაღწიოთ."
"ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები,რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ გუნდს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში."
"ჩვენ მართალია არ გვყავს ისეთი ძლიერი მეტოქეები,როგორიც გერმანია და იტალიაა, მაგრამ არამგონია,რომ მათთან იოლი გასეირნება გვქონდეს. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ მობილიზება და გავიმარჯვოთ ყველა შეხვედრაში."
კარვახალი:
"ის ფაქტი,რომ ესპანეთის ნაკრები დაუბრუნდა ევროპის ჩემპიონატს, მეტყველებს იმაზე,რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კარგად და ნაყოფიერად მუშაობს. ძალიან ძნელი იქნება ფინალურ ეტაპზე თამაში, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ,რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ გვინდა,რომ გავაუმჯობესოთ ის შედეგი,რაც უკანასკნელ ევროპის ჩემპიონატზე გამოვიმუშავეთ და ვაპირებთ,რომ უფრო წინ წავიდეთ."
"ჩვენ 12 დღე გვაქვს მოსამზადებლად. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში და მოვაწონოთ მწვრთნელს თავი, რათა ევროპაზე ძირითადში გვათამაშოს."
- 6 ივლისი 2011
- 1 976
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.