"რეალმა" კოენტრაო 30 მილიონად შეიძინა
ფაბიო კოენტრაო დღეს ესპანური დროით 13:55-ზე მადრიდის "რეალში" ჩაირიცხა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ. ტრანსფერის თანხა 30 მილიონს შეადგენს.
თუმცა შესაძლოა ლისაბონურ კლუბში ეზეკილ გარაი გადავიდეს რომლის სატრანსფერო ფასიც 10 მილიონს შეადგენს.
"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შუადღის 2 საათზე სანტიაგო ბერნაბეუს ესტუმრა რათა პორტუგალიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაეფორმებინა.
ფაბიო კოენტრაოს "საპნის ოპერა" დასრულებულია. "ბენფიკას" პრეზიდენტი ლუის ფილიპე ვიეირა დღეს დილით ბერნაბეუზე კოენტრაოს აგენტ ხორხე მენდესსა და "რეალის" გენერალურ დირექტორს ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა ამ ტრანსფერის დასასრულებლად, რომელშიც სავარაუდოდ ეზეკილ გარაი იქნება ჩართული.
ფეხბურთელის თხოვნით "ბენფიკამ" "ჩელსის" 30 მილიონიანი წინადადება უარყო და მისცა კოენტრაოს ყოფილ "ჩამარტინზე" თამაშის შანსი.
ფეხბურთელმა "რეალი" აირჩია, "ბენფიკა" კი წინადადებამ დააკმაყოფილა. რამოდენიმე დღის წინ კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება მოხდა, როდესაც ფაბიომ ვარჯიში თავისი ნებით დატოვა.
ორშაბათს ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა, როდესაც კოენტრაო საკუთარ კლუბს "ნიონში" არ გაყვა, სადაც ისინი წინასასეზონო მომზადებას გაივლიან. ამ ფაქტმა კოენტრაოს გამადრიდელება დააჩქარა და უკვე 11 ივლისს იგი გუნდთან ერთად ლოს-ანჟელესში წინასასეზონო მომზადებისათვის გაემგზავრება.
სულ მალე ტრანსფერს "რეალის" ოფიციალური საიტი დაადასტურებს!
ინფორმაციის წყარო: Marca, As
- 5 ივლისი 2011
- 3 470
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.