საზაფხულო ბანაკები "რეალ მადრიდ სიტიში"
2 200 ბავშვს 7-დან 17 წლამდე ეძლევა უნიკალური შანსი - პრაქტიკები გაიარონ მადრიდის "რეალში. ეს მათ უდიდეს გამოცდილებას შეჰმატებს. მოსწავლეთა პირველი ნაკადი(789 ფეხბურთელი და კალათბურთელი) უკვე მადრიდშია და მათ 177 პროფესიონალი მწვრთნელი თუ სხვა რამის სპეციალისტი ჩაუტარებს გაკვეთილებსა და ვარჯიშებს. გარდა მადრიდისა, მსგავსი ღონისძიება სანტანდერსა და ნიუ იორკში ტარდება.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს, საიდანაც ბავშვები ჩამოჰყავთ: ესპანეთი, კანადა, ეგვიპტე, ლიბანი, იორდანია, ინდოეთი, საფრანგეთი, ტუნისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, ჰონდურასი, აშშ, გერმანია, ქუვეითი, ერაყი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ვენესუელა, პორტუგალია, კენია, პოლონეთი, შვედეთი, მაროკო, ისრაელი, ყატარი, კოლუმბია, ბელგია, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, დანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, ტაივანი, საბერძნეთი, ალბანეთი, იაპონია, ბელორუსია, ნიგერია, არგენტინა და სირია.
- 5 ივლისი 2011
- 2 474
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.