გამოკითხვაში ხაბიმ იმარჯვა
დღეს პრესტიჟულმა ვებ-გვერდმა, მარკამ გამოკითხვა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ჟოზე მოურინიო გუნდში კაპიტნის შეცვლა სურს, მიზანი კი მხოლოდ ის არის, რომ ლიდერმა უშუალოდ იკონტაქტოს მსაჯთან, იკერ კასილასი კარიდან ვერაფერს ახერხებს...
პრეტენდეტებად დაასახელეს კრიშტიანო რონალდო, სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო. ესპანელი გულშემატკივრების 75 % ალონსოსკენ გადაიხარა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სერხიო რამოსმა ხმების მხოლოდ 15 %-ს მოუყარა თავი, ხოლო მესამე ადგილზე 10 %-ით კრიშტიანო რონალდო გავიდა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ იყო.
რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ სავარაუდოდ ჟოზეს მართლაც სურს კაპიტნის შეცვლა.
- 4 ივლისი 2011
- 4 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.