"იუვენტუსს" კვლავ სურს იგუაინის შეძენა
ტურინის "იუვენტუსმა" თითქმის დაკარგა აგუეროს შეძენის იმედი, სწორედ ამის გამო ამჯერად მათ სხვა არგენტინელს დაადგეს თვალი.
როგორც მედია-პრესა იუწყება კუნმა თავისი აგენტი გააფრთხილა, რომ არ მიეღო ტურინის "იუვენტუსის" წინადადებები და შემოთავაზებები მისი ტრანსფერის შესახებ.
ყოველივე ამის შემდეგ "იუვენტუსმა" იმედი დაკარგა იმის, რომ ისინი შეძლებდნენ კუნის შეძენას და ამიტომ "რეალის" არგენტინელი თავდამსხმელით, კერძოდ გონსალო იგუაინით დაინტერესდნენ.
მათ იციან, რომ თუ მადრიდის "რეალში" მოვა კუნ აგუერო, მაშინ გუნდს დატოვებს ან ბენზემა ან იგუაინი. ესპანური პრესის გადმოცემით "იუვენტუსმა" მის მორიგ სამიზნედ იგუაინი აირჩია.
როგორც ცნობილი გახდა არცთუისე დიდი ხნის წინ "იუვენტუსი" დაუკავშირდა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებს რათა მოლაპარაკებები დაეწყოთ გონსალო იგუაინის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 3 ივლისი 2011
- 2 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.