''რეალი'' და ''ბარსა'' როლებს ცვლიან
ვითარება რადიკალურად იცვლება. მოურინიო ძალას იკრებს და მისი მითითებები უყოყმანოდ სრულდება, ის ცდილობს გამოასწოროს წარსულში დაშვებული შეცდომები , იგი ფლობს ძალაუფლებას, რომელიც მანამდე ''რეალის'' არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია. სრულად განაგებს სატრანსფერო პოლიტიკას და შიდასამზარეულოს. ''თეთრებმა'' კონტრაქტი გაუხანგრძლივეს მორატას, მიუხედავად იმისა, რომ მისი აყვანა ძალიან ბევრ კლუბს სურდა.
თავის მხრივ, ''ბარსელონა'' ცდილობს გაყიდოს ახალგაზრდა კატალონიელები და შეიძინოს აღიარებული ვარსკვლავები, როგორიცაა სანჩესი, ფაბრეგასი, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, ჯუზეპე როსი და სხვები. ილიმბო ''ფულემში'' გადავა, ხოლო ბოიანი ''რომაში''.მოურინიო კი ცდილობს მოიძიოს ''ვალდებებასზე'' ახალგაზრდა ტალანტები და მათგან ვარსკვლავები გამოჭედოს. ჟოზემ კანტერადან წელს ყველაზე მეტი ფეხბურთელი ათამაშა ''ლა ლიგაში ''.
- 3 ივლისი 2011
- 2 863
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.