Goal.Com - ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლოა რეალი დატოვონ
გასულ სეზონში მადრიდის რეალმა ნორმალურად იასპარეზა, თუმცა გუნდს გაუჭირდა თამაში მთავარ კონკურენტ ბარსელონასთან, ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე თეთრებმა შემადგენლობა გააძლიერეს და კვლავ სურთ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება. რეალში ბევრი ფეხბურთელი დაგროვდა და საჭიროა გუნდის გაწმენდა. Goal.Com-მა შეაგროვა შეაფასა იმ ფეხბურთელების წასვლის ალბათობა, რომელთა მიმართ ევროპაში დიდი ინტერესია.
კარიმ ბენზემა
ასაკი: 23
პოზიცია: თავდამსხმელი
ეროვნება: ფრანგი
ღირებულება: 27 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 37 (12 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 48 (26 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: იუვენტუსი, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი
კლუბის დატოვების ალბათობა: 30%
სეზონის დასაწყისში ფრანგი ფეხბურთელი ძალიან ცუდად ასპარეზობდა და მას გუნდის დატოვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გონსალო იგუაინის ტრავმამ მოურინიო აიძულა ბენზემა ძირითადში დაეყენებია, მან მწვრთნელის ნდობა გაამართლა და სეზონის ბოლოს 26 გოლი დააგროვა.
მისი შეძენა იუვენტუსის გარდა 3 ინგლისურ გუნდს: არსენალს, მანჩესტერ სიტის და ტოტენჰემს სურთ, თუმცა მათი იმედები მას შემდეგ გაცრუვდა, რაც მოურინიომ განაცხადა, რომ ბენზემა არ იყიდება, აგრეთვე მისმა აგენტმაც დაადასტურა კლიენტის მადრიდში დარჩენის სურვილი. ყველაფერი შეიცვლება თუ რეალი კიდევ ერთ ფორვარდს დაიმატებს.
სერხიო კანალესი
ასაკი: 20
პოზიცია: ნახევარმცველი
ეროვნება: ესპანელი
ღირებულება: 10 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 4 (2 გოლი) 21 წლამდელთაში
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 15 (0 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: ასტონ ვილა, ევერტონი, რასინგი
კლუბის დატოვების ალბათობა: 90%
კანალესმა ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, მაგრამ მადრიდში გადაბარგების შემდეგ მისი პროგრესი შენელდა. წინასასეზონო მზადებისას მან თავი გამოიჩინა და ჟოზეს მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ ოზილის ბრწყინვალე ასპარეზობამ მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამიტომ რეალი მის გაქირავებას აპირებს. მისი იჯარით აყვანაზე თანახმანი არიან: ასტონ ვილა, ევერტონი და რასინგი
ლასანა დიარა
ასაკი: 26
პოზიცია: ნახევარმცველი
ეროვნება: ფრანგი
ღირებულება: 18 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 28 (0 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 39 (0 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, იუვენტუსი
კლუბის დატოვების ალბათობა: 80%
ლასანა დიარა რეალში 2008 წლიდან ირიცხება, თავიდან იგი კარგად შეეწყო კლუბს, მაგრამ ხაბი ალონსოსთან ვერ შექმნა სათანადო დუეტი, მიუხედავად ამისა მან 39 მატჩი ჩაატარა გასულ სეზონში, თუმცა არასტაბილურობით გამოირჩეოდა. იგი და მისი აგენტი ამტკიცებენ, რომ ლასი ბედნიერია ესპანეთის დედაქალაქში, მაგრამ ის იმ შვიდ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც კლუბს დატოვებენ. მისი შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს, ტოტენჰემს და იუვენტუსს სურთ.
როისტენ დრენტე
ასაკი: 24
პოზიცია: ნახევარმცველი
ეროვნება: ჰოლანდიელი
ღირებულება: 12 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 1 (0 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 16 (4 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: ალკმაარი, იუვენტუსი, ბენფიკა
კლუბის დატოვების ალბათობა: 100%
2007 წელს დრენტე ძალიან იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა და რეალმა სწორედ ამ სტატუსით იყიდა, მაგრამ მან აშკარად ვერ გაამართლა იმედები, ჟოზე მოურინიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ სჭირდება. ჰოლანდიელის შეძენა სურთ: იუვენტუსს, ალკმაარს და ბენფიკას სურთ.
ფერნანდო გაგო
ასაკი: 25
პოზიცია: ნახევარმცველი
ეროვნება: არგენტინა
ღირებულება: 10 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 30 (0 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 7 (0 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: ლივერპული, ბოკა ხუნიორსი, რომა
კლუბის დატოვების ალბათობა: 90%
2007 წელს გაგო დრენტეს მსგავსად რეალში იმედისმომცემი ფეხბურთელის სტატუსით მოვიდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის წევრად არასოდეს განიხილებოდა, მას ძირითადად შეცვლაზე უწევდა შემოსვლა. მოურინიომ თავიდან მას კარგი შეფასება მისცა, თუმცა ტრავმამ ხელი შეუშალა მისი შესაძლებლობების გამოვლენას, როგორც ჩანს მას სამეფო კლუბში მომავალი არ აქვს. მისი სამსახურით დაინტერესებულნი არიან: ლივერპული, ბოკა ხუნიორსი და რომა. თავად ფეხბურთელს კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს. სავარაუდოდ ის კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
ეზეკილ გარაი
ასაკი: 24
პოზიცია: მცველი
ეროვნება: არგენტინა
ღირებულება: 6 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 3 (0 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 8 (0 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: ბენფიკა, სევილია, ლიონი, მარსელი
კლუბის დატოვების ალბათობა: 90%
გარაი მოურინიოს მეოთხე არჩევანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად თამაში არ უწევს მცველს. გასულ სეზონში მხოლოდ 5 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო შედეგი. ვარანის მოსვლის შემდეგ მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალია. კლუბები, რომლებსაც მისი ხილვა თავიანთ შემადგენლობასი სურთ არიან: ლიონი, მარსელი, სევილია და ბენფიკა. შესაძლოა რეალმა არგენტინელი მცველი კოენტრაოს შესაძენად გამოიყენოს.
გონსალო იგუაინი
ასაკი: 23
პოზიცია: თავდამსხმელი
ეროვნება: არგენტინა
ღირებულება: 25 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 13 (7 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 25 (13 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი, არსენალი
კლუბის დატოვების ალბათობა: 10%
იგუაინი მოურინიოს რჩეული ფორვარდია, მას წელს ბევრი გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ სეზონის ბოლოს მაინც აღიდგინა ფორმა და მოახერხა გოლების გატანა. ჟოზემ ყველას გასაგონად განაცხადა, რომ იგუაინი არ იყიდება და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. იმ შემთხვევაში, თუ რეალი ახალ ფორვარდს შეიძენ პიპიტას საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა არსენალი, სიტი და იუვენტუსი მაინც აპირებენ ბრძოლას.
კაკა
ასაკი: 29
პოზიცია: ნახევარმცველი
ეროვნება: ბრაზილია
ღირებულება: 40 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 80 (30 გოლი)
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 20 (7 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: იუვენტუსი, ინტერი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი
კლუბის დატოვების ალბათობა:50%
კაკას მადრიდული კარიერა ტრავმების თანხლებით მიმდინარეობს, ამიტომ თავისი პოტენციალი ფეხბურთელმა ვერ გამოავლინა. მიუხედავად ამისა იგი აცხადებს, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს, თავად მოურინიოს კი ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ინტერს მისი მაიკონში გაცვლა სურდა, მაგრამ კაკა არ მოინდომებს მილანის სხვა გუნდში თამაშს, ამიტომ ჩელსის, სიტის და იუვენტუსს უფრო მეტი შანსი აქვთ.
პედრო ლეონი
ასაკი: 24პოზიცია: ნახევარმცველი
ეროვნება: ესპანეთი
ღირებულება: 8 მლნ. ევრო
მატჩების რაოდენობა ნაკრებში: 6 (1 გოლი) 21 წლამდელთა ნაკრებში
მატჩების რაოდენობა 10/11 სეზონში: 14 (2 გოლი)
მისით დაინტერესებულნი არიან: ლივერპული, ტოტენჰემი, ვალენსია
კლუბის დატოვების ალბათობა: 90%
პედრო ლეონი ვალდანოს ახირება იყო, თავიდანვე განწირული იყო ეს ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის, მაგრამ ნახევარმცველი ხშირად განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა. რეალმა ტყუილად გადაყარა მასში 10 მილიონი. ის აუცილებლად დატოვებს სამეფო კლუბს და სავარაუდოდ ვალენსიაში გააგრძელებს კარიერას. ღამურების გარდა მისი სამსახურით დაინტერესებულნი არიან ინგლისური გუნდები: ტოტენჰემი და ლივერპული.
- 2 ივლისი 2011
- 4 354
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.