მატეოსი სარაგოსაში
მადრიდის რეალის ყოფილი კანტერანო - მატეოსი, ერთი სეზონით სარაგოსას ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება. ტრანსფერს აფერხებს ის ფაქტი, რომ სარაგოსას უნდა ფეხბურთელის გმოსყიდვის უფლება მიიღოს, სამეფო კლუბი კი არ აპირებს მცველის გაყიდვას.
გასული სეზონის მეორე ნახევარი მცველმა აეკში გაატარა, გუნდში დაბრუნების შემდეგ კი უთხრეს, რომ მისთვის ახალ კლუბს ეძებენ. მოურინიოს მიაჩნია, რომ ფეხბურთელს არ ჰყოფნის გამოცდილება და სურს სხვა კლუბში გაუშვას მცველი.
"მატეოსი გუნდთან ერთად გაივლის წინასასეზონო მომზადებას, რის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა ის რეალში. იმ შემთხვევაში, თუ მცველს გუნდის დატოვება მოუწევს ლა ლიგაში მოასპარეზე გუნდში უნდა გადავიდეს!"
სარაგოსას მატეოსის გარდა, ხუან კარლოსის შეძენა სურს. სამეფო კლუბი კი მზად არის გაუშვას ფეხბურთელი 2 მილიონად და დაიტოვოს მისი გამოსყიდვის უფლებას. ესპანურ კლუბს კი ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და მზად არის გადაიხადოს მხოლოდ 1 მილიონი. შესაძლოა რეალი დათანხმდეს ამ წინადადებას და კასტილიელმა ახალ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, სამეფო კლუბი კი გამოისყიდის ფეხბურთელს ნებისმიერ დროს, ოღონდ სრაგოსას მიერ გადახდილ თანხას კიდევ ერთ მილიონს დაამატებს.
- 1 ივლისი 2011
- 2 088
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.