ტრანსფერები, რომლებმაც არ გაამართლეს ,,რეალში''
,,მადრიდის რეალი'' ცდილობს აღარ დაუშვას ისეთი შეცდომები სატრანსფერო პოლიტიკაში, როგორიც რამდენიმე წელია გრძელდება. ამომავალი ვარსკვლავები გადმოდიან ,,რეალში'' დიდი იმედითა და ზარ–ზეიმით, თუმცა ვერ თამაშობენ სათანადოდ და იძულებული ხდებიან დატოვონ მადრიდი, რაც მათ კარიერაზე და თამაშის ხარისხის გაუარესებაზე ასხამს წყალს.
ამჟამად მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ ვინ დაემატება ,,სამეფო კლუბს'' ზაფხულში . კოენტრაო და ნეიმარი, ახლოს არიან მოირგონ თეთრი მაისური, თუმცა ,,ბერნაბეუზე'' ყოველთვის არ მოდიან, ,,ბერნაბეუდან'' მიდიან კიდეც.
იგივე მდგომარეობაა ახლაც, წამსვლელთა სია საკმაოდ დიდია, მაურინიოს ესაჭიროება ფული, რომ ზემოთხსენებული ფეხბურთელები შეიძინოს.
კანდიდატები კი ყველასთვის ცნობილია :ლასანა დიარა, პედრო ლეონი, ფერნანდო გაგო, ეზეკილ გარაი, როისტონ დრენტე და კანალესი, რომელიც ახლოსაა ვილიარეალში გადასვლასთან.
გარდა ამისა, რეალი კარგავს უამრავ ფულს და იშვიათად გაყიდული ფეხბურთელებიდან ,,სამეფო კლუბს'' აქვს შემოსავალი.მაგალითისთვის, წინა ზაფხულს ფეხბურთელებიდან შემოსულმა თანხამ მხოლოდ 10 მილიონი შეადგინა.არადა გუნდი შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ,,რეალის ლეგენდები''გუტი და რაული უფასოდ გაუშვეს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი მეცელდერმა,ასევე ძალიან იაფად გაიყიდა ვან დერ ვაარტი,რომელიც თავის დროზე 14 მილიონ ევროდ იქნა შეძენილი ,,ჰამბურგიდან''. თუმცა ალბათ ყველაზე დიდი ფინანსური დარტყმა განიცადა რეალმა,როცა 36 მილიონად ნაყიდი მაჰამადუ დიარა თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა მონაკოში.
ვინ გავყიდეთ ჩვენ ?
2009 წელს რეალს ჰქონდა შანსი მიეღო დიდი შემოსავალი ფეხბურთელების გაყიდვით, თუმცა სამწუხაროდ არ მოხდა ასე, სნეიდერი გაასხვისეს 15 მილიონ ევროდ, ხოლო რობენი 24 მილიონად, როცა მათი შეძენა დაჯდა 62 მილიონი. აქაც მადრიდულმა კლუბმა 23 მილიონი იზარალა მათი გაყიდვით.
გარდა ზემოთ დასახელებული ტრანსფერებისა, 7 მილიონად ნაყიდი სავიოლა უფასოდ წავიდა ,,ბეფიკაში''. უფასოდ დატოვა ასევე გუნდი მიგელ ტორესმა, რომელიც რეალის აღზრდილი იყო და ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.
ფლორენტინო პერესის მოსვლის შემდეგ გუნდიდან უფასოდ წავიდა კიდევ არაერთი ფეხბურთელი: ვან ნისტელროი, ჰაინცე, კანავარო, სალგადო.
ახლა კი თქვენ თვითონ შეადარეთ, დიარას,გაგოს , პერდრო ლეონისა და კანალესის გაყიდვა იქნება კიდევ ერთი შეცდომა, თუ სარფიანი გარიგება კლუბისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ,,რეალი'' მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი გუნდია, მისი შემოსავლების მენეჯმენტი ძირითადად აგებულია მაისურების გაყიდვაზე, შეიძლება ერთ დღესაც მაისურები არ გაიყიდოს და ,,რეალი'' გაკოტრების ზღვარზე დადგეს, იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზულ ტურნირში გამარჯვება რამდენიმე წელია არ გვღირსებია !
ინფორმაციის წყარო: Eurosport.com
- 30 ივნისი 2011
- 5 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.