ადებაიორს მოურინიოსთან სურს მუშაობის გაგრძელება
ადებაიორმა რეალი 13 ივნისს დატოვა, სწორედ ამ დღემდე ითხოვა რეალმა იგი სიტისგან. Le Patriote Togo-სთან საუბრისას ფორვარდმა სამეფო კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
"იმედი მაქვს მადრიდის რეალში დავბრუნდები, ახლა შვებულებაში ვარ და ინგლისში დაბრუნების შემდეგ გავარკვევ, სად გაგრძელდება ჩემი კარიერა. როდესაც სამეფო კლუბზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, შესანიშნავი ლიდერებით, რომლებიც ამხნევებენ ყველა ფეხბურთელს და რა თქმა უნდა გუნდში მუშაობს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო. მასთან მუშაობის გაგრძელება ჩემთვის დიდი პატივი იქნება."
"ძალიან მინდა ტიტულების მოგება, ამიტომ პსჟ-ში ჩემი გადასვლა თითქმის გამორიცხულია, მადრიდის რეალთან გასულ სეზონში სამეფო თასი მოვიგე და არ მსურს მხოლოდ ამ ტიტულით დაკმაყოფილება, იმედი მაქვს მალე დავრჩები კიდეც ესპანეთის დედაქალაქში."
- 30 ივნისი 2011
- 10 745
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.