ნეიმარი და მოგონებები რობინიოზე

ას-სის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ კომენტარი გააკეთა ნეიმარის შესაძლო გამადრიდისტებაზე და პარალელი გაავლო მის თანამემამულე რობინიოსთან, რომელსაც დაახლოებით იგივე სატრანსფერო ისტორია ჰქონდა, რაც ახალგაზრდა ფორვარდს აქვს.

"ნეიმარმა ძალიან მალე მიიპყრო ყველა ჟურნალ-გაზეთის ყურადღება და მის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გარეკანზეა გამოტანილი. მის მიმართ ინტერესი კოპა ლიბერტადორესის ფინალამდე გამძაფრდა. პირველ შეხვედრაში ნეიმარმა დიდად ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, ხოლო განმეორებით მატჩში გოლი გაიტანა, რამდენიმე საინტერესო მომენტი შექმნა და საბოლოოდ გუნდებს შორის დაწყებულ ჩხუბშიც ჩაერთო."

"სანტოსმა ეს ტროფეი 48 წლის შემდეგ პირველად მოიგო, მაშინ ბრაზილიურ კლუბში ლეგენდარული პელე თამაშობდა, ამიტომ უფრო მეტად ავლებენ პარალელებს ნეიმარსა და ფეხბურთის მეფეს შორის. თავად პელე კი ძალიან აქებს ამ ფეხბურთელს და კარგ დახასიათებას აძლევს. როდესაც მის სიტყვებს ვისმენ, მაშინვე რობინიო მახსენდება. ზუსტად იგივე ისტორია ჰქონდა "სატანას" ტრანსფერსაც, მთელი ზაფხული თეთრები მისთვის იბრძოდნენ და საბოლოოდ 31 ივლისს შეიძინეს ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ იგივე რიცხვში და თვეში დატოვა რეალი. მისი დებიუტი ბრწყინვალე იყო და ყველას გაუჩნდა იმედი, რომ რობინიო მომავალში რეალის ლიდერი იქნებოდა და გუნდს წარმატებებისაკენ წაიყვანდა, მაგრამ შემდეგ მან მოუკლო თამაშს, საბოლოოდ კი სიტიში გადაბარგდა. ახლა "სატანა" ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ არა ერთ-ერთი დიდებული, რომელიც კონკურენციას მესის ან რონალდოს გაუწევს."

"ძალიან დიდი განსხვავებაა სამხრეთ-ამერიკულ და ევროპულ ფეხბურთს შორის. ბრაზილიაში და არგენტინაში იბადებიან გრანდიოზული ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის ტოვებენ სამშობლოს. ბრაზილიაში თამაშობენ ისინი, ვინც ძალიან ახალგაზრდები არიან ევროპაში წასასვლელად, ვინც უკვე მოიარა აღმოსავლეთ ნახევარსფერო და თავის შესაძლებლობები გამოავლინა, ახლა კი კარიერას საკუთარ სამშობლოში ასრულებს ან ისინი, ვინც იმდენად ნიჭიერი არ არის, რომ კარიერა ევროპაში გააგრძელოს. ფეხბურთელებს თავიანთ სამშობლოში შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ, ევროპაში კი ყველაფერი რთულად არის, იქ უფრო მაღალი კლასის მცველები თამაშობენ და მწვრთნელებიც უფრო ზღუდავენ ფეხბურთელებს, რომლებსაც ტაქტიკურ დავალებებს აძლევენ. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ნეიმარს მაინც შესწევს ძალა განაცვიფროს ევროპა, რადგან მასში არის გენიალურობა და შეუპოვარი ხასიათი. რობინიოსაც ჰქონდა ეს ყველაფერი, მაგრამ შუა გზაში დანებდა და ვეღარ განვითარდა. გამოუვა ნეიმარს ის რაც ვერ გააკეთა რობინიომ? ამის გარკვევის ერთადერთი გზა მისი საქმეში ნახვაა, ასე რომ უნდა დაველოდოთ მის ტრანსფერს..."

  • SunSay
  • 30 ივნისი 2011
  • 4 247
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)