ვილაშ ბოაში არ არის მოურინიო II
ლონდონის ,,ჩელსის'' ახლად დანიშნული პორტუგალიელი სპეციალისტი ვილაშ ბოაში, რომელმაც ,,პორტუსთან ''ერთად დიდ წარმატებას მიაღწია ჟურნალისტების მიერ მონათლულ იქნა, როგორც მაურინიოს მემკვიდრე. ამასთან დაკავშირებით მან კომენტარი გააკეთა.
ჟოზე მოურინიოს და ვილაშ ბოაშის შედარება უწყვეტად მიმდინარეობს და საკმაოდ იდიოტურიცაა.,,პორტუს'' ყოფილი მწვრთნელის ,,ჩელსიში'' დანიშვნა მოგვაგონებს ,,განსაკუთრებულის'' პირველ ნაბიჯებს ინგლისის დედაქალაქში, თუმცა როგორც ჩანს, ,,ლურჯების'' ახალ მწვრთნელს ეს შედარება სულაც არ მოსწონს.ვილაშ ბოაშმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და ურჩევნია მას უწოდონ ერთიანი გუნდის ლიდერი, ვიდრე ,,განსაკუთრებული''.
მისივე აზრით, ფეხბურთი არ არის ერთი კაცის შოუ , ფეხბურთი არის ემპათიის, ამბიციისა და მოტივაციის ნაზავი.ახალგაზრდა ტაქტიკოსის ამბიციაა შემოიკრიბოს გვერდით ადამიანები, რომელთან ერთადაც წარმატებას მიაღწევს, რომელიც ლონდინში ,,მოგზაურობით'' დაიწყება.
,,პორტუს'' ყოფილი მწვრთნელი ყოველთვის იყო მადლიერებით აღსავსე მოურინიოს მიმართ რადგან მისგან ბევრი რამ ისწავლა , თუმცა მას არ სურს რომ მონათლულ იქნას როგორც ვინმეს კლონი .
წყარო : http://www.defensacentral.com
- 29 ივნისი 2011
- 3 453
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.