ვაარტი:"მადრიდის დატოვება გამიჭირდა, მაგრამ..."
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, ისაუბრა ესპანეთიდან წასვლაზე, "ტოტენჰემზე" და ლონდონურ ადაპტაციაზე.
"ძალიან გამიჭირდა მადრიდიდან წასვლა და იმ აზრთან შეგუება, რომ ესპანეთი ჩემგან შორს იქნებოდა, თუმცა დღეს მე "ტოტენჰემში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც ეს "რეალში" იყო. ლონდონი ძალიან შემიყვარდა, ჩამოსვლისთანავე ადვილად შევეწყვე მოსახლეობას, თანაგუნდელებს და შესაბამისად ადვილად გავიარე ადაპტაცია როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სპორტულ კარიერაში".
"მადრიდის "რეალი" მუდამ ჩემს გულში იქნება, ვინაიდან "ლოს ბლანკოსში" გავატარე პროფესიონალური კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები. მოხარული ვარ, როცა ჩემი ყოფილი გუნდი წარმატებას აღწევს, რაშიც გასაკვირი არაფერია, ვინაიდან იქ ბევრი რამ ვისწავლე, რაც ძალიან მეხმარება ინგლისურ ფეხბურთში სათამაშოთ".
სტატიის ევროპული ვერსია – Goal.com
- 29 ივნისი 2011
- 2 778
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.