გოლი გოლზე
მადრიდის რეალი ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი კლუბია გატანილი გოლების მხრივ. თეთრებმა სამ თამაშში თერთმეტი გოლის გატანა მოახერხეს.
მადრიდის რეალის სტარტი ლა ლიგაში საკმაოდ ექსტრაორდინალური გამოდგა. ბლანკოსებმა მოიგეს სამივე თამაში და ამასთანავე საშუალოდ ერთ თამაშში სამ გოლზე მეტი გაიტანეს (11 გაყოფილი სამ თამაშზე). პელეგრინის შეგირდებმა საკმაოდ აგრესიული ხასიათი გამოავლინეს თავდასხმის ხაზში , რის შედეგადაც ცხრილის სათავეში მოექცნენ–გაუსწრეს რა გატანილი გოლების მხრივ ბარსელონასა და ბილბაოს.
მადრიდის რეალი მესამე ტურში ხერესის წინააღმდეგ გატანილი ხუთი გოლის წყალობით მოექცა ცხრილის სათავეში და გახდა ლა ლიგის ყველაზე შედეგიანი კლუბი სამი მატჩის ჯამში. წინა ორ შეხვედრაში თეთრებმა სამ–სამი გოლი გაუტანეს შესაბამისად ესპანიოლსა და ლა კორონიის დეპორტივოს. ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ ციურიხის წინააღმდეგ გატანილ ხუთ გოლს, ნათლად გამოჩნდება, რომ ამ კლუბს ყველა რეკორდის დამხობა შეუძლია.
ამას თუ დავამატებთ იმ ფაქტს, რომ შემადგენლობის თითოეულ ფეხბურთელს მონაწილეობა აქვს მიღებული კლუბის მიერ გამართულ შეხვედრებში, ნათლად გამოჩნდება, რომ პელეგრინის როტაციის გეგმა კარგად მოქმედებს. უკვე შვიდმა მადრიდისტმა მოახერხა გოლის გატანა ამ სეზონში. კრიშტიანო რონალდუმ, რაულმა, ლასსმა, გრანერომ, ნისტელროიმ, გუტიმ და ბეზნემამ მოახერხეს მიახლოებით თითო ბურთის გატანა.
ზოგიერთმა შეიძლება 22 წლით უკან მოიხედოს და ნახოს, თუ როგორი სტარტი ქონდათ თეთრებს 1987/88 წლის სეზონში. მაშინ კლუბის შემადგენლობაში თამაშობდნენ ბუტრაგენიო, სანჩესი და მიჩელი, რომლებმაც გაამართლეს გულშემატკივართა იმედები, ეხლა კი ისე ჩანს, რომ მათი მოვალეობა გარკვეული წლების შემდეგ საკუთარ ხელში აიღეს კაკამ, რონალდუ და გუტიმ, რომლებიც მათი მიღწევების გაუმჯობესებას აპირებენ.

წყარო: Realmadrid.com
- 21 სექტემბერი 2009
- 2 212
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.