მოურინიოს რეალმა დეკადას უნდა გაუძლოს

ვარანი, ოზილი, ხედირა, დი მარია, კანალესი, შაჰინი, კალეხონი... ესენი არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელიც მადრიდის რეალმა ბოლო 2 სეზონში შეიძინა. სამეფო კლუბის შემადგენლობის საშუალო ასაკი 24.6 წელია, ამის წყალობით რეალი ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდია.

მოურინიო აშენებს რეალს, რომელიც მომავალ დეკადაში საუკეთესო იქნება. მის პროექტს დავარქმევდი "რეალი 10 წლით", ეს შემადგენლობა 2021 წლამდე უპრობლემოდ ითამაშებს, თან უმაღლეს დონეზე. 1-2 წელში ეს გუნდი უძლეველი იქნება, რაც მთავარია ეს არის ხანგრძლივ ვადიანი პროექტი. ჟოზემ შეცვალა რეალის სატრანსფერო პოლიტიკა და ცდილობს თავად იპოვოს მომავალი ვარსკვლავები.

მოურინიომ 18 წლის ვარანის ყიდვით ყველა გააოცა, არავის სჯერა, რომ ახალგაზრდა ფრანგი მცველი გაამართლებს, მაგრამ მოურინიომ იცის თავისი საქმე და ალბათ იცის ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებიც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებულის მოსვლის შემდეგ სამეფო კლუბმა მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელი იყიდა, რომლის ასაკი 23 წელზე მეტია, ესენი არიან: კარვალიო და ალტინტოპი. შემდეგი ორი შენაძენი კი სავარაუდოდ ნეიმარი და კოენტრაო იქნება. ბრაზილიელი სულ რაღაც 19 წლის არის, ხოლო პორტუგალიელი 23 წლის, ასე რომ მოუ არც ახლა არღვევს ტრადიციას.

ინფორმაციის წყრაო: As.Com

  • SunSay
  • 29 ივნისი 2011
  • 3 197
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)