ალბიოლის პრეს–კონფერენცია
რაულ ალბიოლმა საწვრთნელი ვარჯიშის შემდეგ გამართა პრეს–კონფერენცია, სადაც გაანალიზა კლუბის თამაშის ხარისხი და ისაუბრა საინტერესო საკითხებზე.
თქვენ მოგიწიათ გეთამაშათ პეპეს, მეთსელდერისა და გარის გვერდით დაცვის ცენტრში. ვის შეეწყვეთ ყველაზე მეტად?
მე თავს სამივე მათგანთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან ადვილია ასეთი დაცვის ხაზთან ერთად თამაში.
რას იტყოდით მადრიდის რეალის მთავარ პრობლემაზე, საკუღარ კართან შექმნილი სტანდარტული მდგომარეობების სახით, საიდანაც გადის ყველა გოლი?
მწვრთნელმა იცის, თუ როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვირჩევდი, რომ ეს პრობლემები ეხლა გვქონოდა, ვიდრე შემდეგში. ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ და წინ წავალთ ამ მხრივ და ეს ცოტა ხნის შემდეგ საერთოდ არ იქნება განხილვის თემა.
კლუბმა ძალიან კარგი თავდასხმითი ხასიათი გამოავლინა...
დიახ, ჩვენ გვაქს ძალიან კარგი გოლის გატანის პოტენციალი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ხერესის წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ კარგად, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ შეგვიქმნია იმდენი სახიფათო მომენტი, რამდენსაც ვქმნით ხოლმე. ჩვენ ძალიან მალე მოვახერხეთ დაწინაურება და შესაძლებელია, რომ ამანაც იმოქმედა ჩვენს თამაშზე და ამიტომაც ტემპი ცოტათი დავაგდეთ. არაა ადვილი ყველა თამაშის მოგება, ამასთანავე უმნიშვნელოვანესია იცოდე, როგორ დაიცვა თავი.
რატომ გაგიჭირდათ ასე პირველ ნახევარში თამაშის აწყობა?
ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და ისე ჩანდა, რომ ყველაფერი ბრჭყინვალედ უნდა ყოფილიყო. მათ თავი კომფორტულად იგრძნეს და ამან ჩვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედა. ჩვენ იმაზე მეტად მოგვიწია თავის დაცვამ , ვიდრე მოველოდით. როცა საკუთარ კედლებში ვთამაშობთ უფრო მეტად უნდა ფლობდეთ ბურთს, ვიდრე ხერესის წინააღმდეგ ვფლობდით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოგება იყო. ჩვენ ამ ეტაპზე პოზიტიურ შედეგებზე უნდ ამოვახდინოთ კონცენტრირება, ვინაიდან ჯერ მხოლოდ სექტემებრია, ძალიან დაკვირვებულად უნდა ვითამაშოთ.
როგორ გრძნობთ თავს ამ შემადგენლობაში?
მე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სხვა დანარჩენი მადრიდისტი. საკმარისი სათამაშო დრო მაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო და გავაუმჯობესო ჩემი პოტენციალი. მე ბედნიერი ვარ, როგორც პირადული, ასევე კოლექტიური მიღწევებით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მისია გვაქვს და ჩემი მთავარი დავალებაა კარგად ვითამაშო დაცვაში, ვინაიდან თავდასხმაში საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და მათი გაკეთებული საქმე არ უნდა გავაფუჭო. ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთი ფეხბურთელების გვერდით მიწევს თამაში, როგორიც მადრიდის რეალის ფეხბურთელები არიან.
თქვენ მოგიწევთ ვილიარეალთან გასვლაზე თამაში, რომელიც დღემდე ვერ ახერხებს დადებითი შედეგების ჩევენებას...
ეს ძალიან პრობლემატური სტადიონია. მე , როცა ვთამაშობდი ვალენსიაში, ორჯერ დავმარცხდი მათ წინააღმდეგ. ისინი ძალიან სახიფათონი არიან და ეს საკმაოდ დაძაბული და ძნელი თამაში იქნება. შევეცდებით დაწყებიდანვე მოვიგოთ, ვინაიდან ჩვენ დაინტერესებულნი ვართ სამი ქულის წამოღებით.ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდა იქნება.
შეუძლია თუ არა კლუბს ლა ლიგის მოგება მარტო თავდასხმის ხაზის იმედით?
ჩვენ კარგი ფეხბურთის ჩვენებას ვაპირებთ, რაც დამეთანხმებით, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენს შემადგენლობაში ირიცხებიან, ნამდვილად არ უნდა გაგვიჭირდეს.

წყარო: Realmadrid.com
- 21 სექტემბერი 2009
- 1 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.