ვალენსიამ ლეონს დაადგა თვალი
სულ ცოტა ხნის წინ მალაგამ ვალენსიადან ხუაკინი იყიდა, აგრეთვე დიდი შანსია იმისა, რომ კლუბი დატოვოს ხუან მატამ. მისი სამსახურით დაინტერესებულია რამდენიმე ევროპული ტოპ-გუნი. ღამურებს დანაკლისის შევსება სჭირდებათ, მათი აზრით საუკეთესო ვარიანტი პედრო ლეონია.
24 წლის ფეხბურთელი შარშან გადმობარგდა სამეფო კლუბში ხეტაფედან 10 მილიონ ევროდ. თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა და ხშირად განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა, ამიტომ იგი გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ვალენსია კი შესანიშნავი ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად, იქ მას სათამაშო პრაქტიკაც ექნება და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საშუალებაც. ასე რომ ეს შემოთავაზება ურიგო ნამდვილად არ არის.
ამჟამად რეალში 28 ფეხბურელია, სეზონის დასრულების შემდეგ სმეფო კლუბში დაბრუნდნენ არენდით გაშვებული დრენტე და მატეოსი. თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა ალტინტოპი, 3 ფეხბურთელი კი რეალმა შეიძინა. ესენი არიან: კალეხონი, შაჰინი და ვარანი. თეთრები მხოლოდ დუდეკმა დატოვა, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა. იგეგმება კიდევ 2-3 მოთამაშის შეძენა, ხოლო მოურინიოს სულ 23 ფეხბურთელი სჭირდება. აქედან გამომდინარე რეალი 7-მა ფეხბურთელმა უნდა დატოვონ. გუნდიდან წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატები არიან: დრენტე, გაგო, პედრო ლეონი, გარაი, კანალესი და ლასანა დიარა.
- 29 ივნისი 2011
- 1 858
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.