ლასანა დიარა:"გალაქტიკოსების" ცენტრი"

ყველა ახსენებს "რეალის" ვარსკვლავებს: კრისტიანოს, ბენზემას, კაკას ან ხაბი ალონსოს. მაგრამ ყველა გუნდს აქვს ცენტრალურ ნაწილში პრობლემა. "სამეფო კლუბს" ცენტრალურ ნაწილში ჰყავს ზანგი, პატარა, "მუშა", ტექნიკური ფრანგი ნახევარმცველი.

"სწორედ ის თამაშობდა გასულ სეზონში მაღალ დონეზე. მან ეს სეზონიც არაჩვეულებრიდავ დაიწყო. ის შესანიშნავად ეწყობა მადრიდელთა სქემას და ჩვენ მოგვწონს მისი თამაშის სტილი". ეს ფრაზა არა "რეალის" ფანს, ფეხბურთელს ან მწვრთნელს ეკუთვნის, არამედ ეს ფრაზზა წარმოსთქვა ანდრეს ინიესტამ, "ბარსელონას" ფეხბურთელმა.

ხუანდეს აღმოჩენა

ლასანა მადრიდში მოვიდა, რათა შეეცვალა ტრავმირებული მაჰამადუ დიარა და რუბენ დე ლა რედი. მისი ტრანსფერი ხუანდე რამოსმა მოითხოვა, რომელსაც ფრანგი ნახევარმცველის შეძენა ჯერ კიდევ "ტოტენჰემის" მწვრთნელობის პერიოდში სურდა. ლასმა კონკურენცია გაუწია ჰუნტელაარს და მოხვდა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ("რეალს" მოუწია არჩევანის გაკეთება ლასსა და ჰუნტელაარს შორის, რადგან ორივე ფეხბურთელს ნათამაშები ჰქონდათ ევროთასებზე). დიარამ ძალიან მალე გაიარა ადაპტაცია. მან გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩაატარა 19 მატჩი და საშუალო შეფასებად დაიმსახურა 6,95 ჟურნალ "Don Balon"–სგან (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ ინიესტას, ხავისა და მესის ჰქონდათ).

მაკელელეს მემკვიდრე

2003 წელს, როცა "რეალმა" მაკელელე გაუშვა ლონდონის "ჩელსიში", მადრიდელებმა დახარჯეს 100 მლნ. ევრო, რათა ეპოვნათ ფრანგის შემცვლელი. მათ შეიძინეს გრავესენი, პაბლო გარსია, მაჰამადუ დიარა, გაგო, ემერსონი და ხავი გარსია. 7 ფეხბურთელი 5 წლის განმავლობაში. ლასი კი მხოლოდ 20 მლნ. ევრო დაუჯდათ.

კლოდთან ლასს ძალიან ბევრი საერთო აქვს. მათ ერთნაირი ფიზიკური მონაცემები აქვთ, იციან პოზიციის სწორად შერჩევა,თითქოს არასდროს არ იღლებიან "შავი სამუშაოს" შესრულებით, ასევე კარგად ფლობენ ბურთს (ლასი კლოდს სჯობს დრიბლინგში და დარტყმის სიძლიერეში).

ახლა ლასანას აქვს 10 ნომრიანი მაისური და კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. მას არანაკლები სამუშაო აქვს კრისტიანო რონალდოსა და კაკასთან შედარებით.

ზრდა კარიერაში

მან თავიდანვე ვერ შეძლო დებიუტი ჰქონოდა საფრანგეთის პირველ დივიზიონში ("ჰავრში" ის თამაშობდა მეორე დივიზიონში). ჩაალაგა ჩემოდნები და გადაწყვიტა ძალები პრემიერლიგაში მოესინჯა. მას ელოდა არც მეტი, არც ნაკლები – ჟოზე მოურინიოს "ჩელსი" და კლოდ მაკელელე, რომელსაც ის ვერსად ვერ გაექცა ბედის ირონიით.

ჟოზე მოურინიოსთან მუშაობისას ლასს გამოჰყვა სასიამოვნო მოგონებები, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. მან ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩები. "ჟოზე მოურინიოსგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მან მასწავლა, რომ ბოლომდე მებრძოლა. ის თვალებში მიყურებდა და ისე მესაუბრებოდა და თუ რამე პრობლემა იქნებოდა, კამათზეც გადადიოდა".

რთულად წარიმართა საქმე მეორე ლონდონურ კლუბში – "არსენალში", რომლის მწვრთნელიც არანაკლებ ამბიციური არსენ ვენგერი გახლდათ. ლასის თქმით, მან ვერაფერი ვერ ისწავლა ვენგერისგან. მანამ არ მესაუბრებოდა, სანამ არ განვუცხადე, რომ წასვლას ვაპირებდი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს არასდროს მითამაშია "არსენალში". კარიერაში მესამე გუნდი იღბლიანი აღმოჩნდა. "პორტსმუთში" მან მოიგო FA CUP და ამის შემდეგ გადაბარგდა მადრიდის "რეალში".

პრობლემა სანტიმეტრებში

24 წლის პარიზელი მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანია, რამადანის დღესასწაულზე სრულად არ იცავს წესებს. ეს დღესასწაული ერთი თვის განმავლობაში გრძელდება (დასრულდა გასულ კვირას).

ის წარმოშობით მალელია და როგორც ყველა ემიგრანტი გაიზარდა საგრანგეთის დედაქალაქში. მისი ცხოვრება რთული იყო. მან ორჯერ სცადა დაენებებინა ფეხბურთისთვის თავი, რადგან მწვრთნელებს არ სჯეროდათ, რომ ასეთი სიმაღლის ლასი რაიმეს მიღწევას შეძლებდა, მაგრამ დიარამ ბევრი გააკეთა, რათა არ ჩამოშორებოდა ფეხბურთს და ეს ყველაფერი დაუფასდა. დღეს ის "რეალის" ფეხბურთელია.

  • faqo
  • 21 სექტემბერი 2009
  • 3 407
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)