4 კანტერანოსი 19 წლამდელებში
20 ივლისიდან პირველ აგვისტომდე, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება 19 წლამდელთა ნაკრებებს შორის.
ბუნებრივია, კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს ესპანეთის ნაკრებიც, რომელთა თავკაცმა გუნდში 4 კანტერანოსი იხმო.მორატა, სარაბია, ალექს ფერნანდესი და კარვახალი, დაეხმარებიან თანამემამულეებს ტიტულის მოპოვებაში.აქვე გეტყვით იმასაც, რომ მთავარმა მწვრთნელმა სწორედ ამავე რაოდენობის ფეხბურთელი გამოიძახა ”ბარსადან.”
რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია მადრიდელი ახალგაზრდებისათვის ნდობის გამოცხადება, მაგრამ ნეგატიური მხარე ის არის, რომ ბიჭები ”რეალთან” ერთად ვერ გაემგზავრებიან ლოს-ანჯელესში სეზონის წინა შეკრებაზე (11-24 ივლისი).მაშასადამე, მოუს კასტილიელი ლიდერების გარეშე მოუწევს პირველი შეკრების ჩატარება.
- 28 ივნისი 2011
- 2 068
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.