გადამწყვეტი კვირა ლასისთვის
გამოცემა ”მარკას” ჟურნალისტის აზრით, ლასანა დიარას დღეები დედაქალაქში, დათვლილია.
ესპანეთში წერენ, რომ სწორედ მიმდინარე კვირას მოხდება ფრანგი ფეხბურთელის გადაბარგება ”რეალიდან,” თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის იმ კლუბის ვინაობა, სადაც საყრდენი გააგრძელებს კარიერას.
თუ დავეყრდნობით იტალიურ მას-მედიას, ლასით სწორედ ”იუვენტუსია” დაინტერესებული.როგორც იცით, ტურინული კლუბი დიდი ინვესტიციების განხორციელებას აპირებს და ამისათვის მათ თანხებიც მოიძიებული აქვთ.მიუხედავად ამისა, მეორე საკითხია - შეძლებს თუ არა ”იუვე” დიარაში 25 მილიონის გადახდას (ასე აფასებს ”რეალი” ფეხბურთელს).მიიჩნევენ, რომ ”ბებერი ქალბატონო” მზად არის მაქსიმუმ 15 მლნ. ევრო გაიღოს მოთამაშეში.
მეორე მხრივ, სხვადასხვა გაზეთებში იმასაც წერენ, რომ ლასანას სურვილია პრემიერ ლიგაში დაბრუნება, სადაც მას არა ერთი წელი გაუტარებია, ”არსენალის,” ”ჩელსისა” და ”პორტსმუთის” რიგებში.ამჯერად, ნახევარმცველის საკუთარ შემადგენლობაში ხილვის სურვილი, დიდ ფერგიუსონს აქვს.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ლასის მომავალი ბურუსით არის მოცული.ვინც იცის, შეიძლება ზემოთ აღნიშნული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება და ”რეალი” სულაც არ აპირებს დიარას გაყიდვას...
- 28 ივნისი 2011
- 2 466
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.