გალათასარაი გარაის იჯარით აყვანას ცდილობს

თურქული გალათასარაი უკვე დიდი ხანია ინტერესდება სამეფო კლუბის არგენტინელი მცველის, ეზეკილ გარაის გადაბირებით. ახალგაზრდა მცველს "ბლანკოსში" ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რაც ხელს უშლის შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენაში. ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეზეკილს ხშირად აწუხებს ტრავმები...

"რეალის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გაშვების სანაცვლოდ, მინიმუმ 10 მილიონი ევროთი გეგმავს ბიუჯეტის შევსებას, მსურველი კლუბები კი 7-ზე მეტს არ იხდიან. თურქული მხარე 8 მილიონზეც თანახმა იყო, მაგრამ პერესი არ აპირებს საკუთარი ნათქვამის შეცვლას, იგი მინიმუმ 10 მილიონად შეელევა არგენტინელს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით გალათასარაის ხელმძღვანელობამ ტაქტიკა შეცვალა, თურქები მზად არიან ეზეკილის იჯარით ასაყვანად, ხოლო თუ ფეხბურთელი თურქეთის ჩემპიონატს კარგად აუღებს ალღოს, მაშინ ადმინისტრაცია ეცდება მის გუნდში დატოვებას და 10 მილიონის გადახდას.

  • Hala
  • 28 ივნისი 2011
  • 1 715
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)