”ეშმაკუნები” დი მარიას განიხილავენ
მას შემდეგ, რაც ანხელ დი მარიამ ”Radio La Red”-ის ეთერში განაცხადა, რომ უკმაყოფილია თავისი ყოფით მადრიდში და სურს კონტრაქტის განახლება, რიგი ევროპული გრანდები გააქტიურდნენ.
როგორც ჩანს, არგენტინელის ინტერვიუ, მისი მსურველებისთვის ერთგვარი სიგნალი იყო, რამეთუ ”Daily Star”-ის ფურცლებზე უკვე გაჩნდა სტატიები იმის შესახებ, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის ”რეალის” ნახევამრცველი შეიძინოს.ფერგიუსონი ანხელის სანაცვლოდ 30 მილიონს ჩამოდის, თუმცა საკითხავია, შეელევიან დი მარიას ”რეალში?”
საფეხბურთო მიმომხილველების აზრით, ნეიმარის გადმოსვლა, დი მარიას წასვლისკენ უბიძგებს.
- 26 ივნისი 2011
- 3 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.