ქაოსი ლა ლიგაში
კუნ (სერხიო) აგუეროს ეშმაკური გეგმა ჰქონდა. მას სურს ითამაშოს უფრო მაღალ კლუბში ვიდრე ატლეტიკოა, ამიტომ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება უნდა. ამის შემდეგ კი არგენტინაში წავიდა დასასვენებლად. კუნს ეგონა, რომ კარიერას სამეფო კლუბში გააგრძელებდა და არ მოუწევდა ახალ ქალაქში ადაპტაციის გავლა, მას მხოლოდ გუნდის შეცვლა დაჭირდებოდა, მაგრამ იგი ერთ რამეში შეცდა... თეთრებს მისი შეძენა არ სურდათ.
საბოოლოოდ აღმოჩნდა, რომ აგუეროს მყიდველი არავინაა. შესაძლოა ამის მიზეზი ეს ატლეტიკოს პრეზიდენტის მიერ ფეხბურთელზე მინიმალურ თანხად 45 მილიონი ევროს დასახელებაა. რაც შეეხება მადრიდის რეალს, როგორც ჩანს ბლანკოსი სრულიად გადაერთო ნეიმარზე. მარკა-ს და ას-ის ყდაზე ყოველ დღე ჩნდება ინფორმაცია ბრაზილიელის "გათეთრებასთან" დაკავშირებით. მართალია ამ ფორვარდის გადმობირება ძალიან გაუჭირდება სამეფო კლუბს და საქმეც ძალიან ნელა პროგრესირებს, მაგრამ პელემ ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "ნეიმარი მზად არის ნახტომისთვის და დარწმუნებული ვარ მადრიდში იგი თავს შესანიშნავად გამოავლენს."
ატლეტიკოში შედგა მმართველი საბჭოს შეკრება და წევრები შეეცადნენ არეულობიდან გამოსვლას, რომელიც აგუეროს განცხადებებმა გამოიწვია. მიგელ ანხელ ხილს და ენრიკე სესეროს სრულიად გნსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ კლუბის ოფიციალურ პირებს სერიოზული სამუშაოს ჩატაარება მოუწიათ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბჭოში ხილის 2 ნათესავია, გენერალური დირექტორის დაპირისპირებაში გამარჯვებულად დასახელება არ უნდა გაგვიკვირდეს. პრეზიდენტ სესეროს უფლებები შეუზღუდეს და ახლა იგი ვეღარ ჩაერევა მიგელ ანხელის საქმიანობაში. ყრილობაზე მდგომარეობა მაქსიმალურად დაიძაბა, როგორც კლუბის ერთ-ერთი აქციონერი აცხადებს: "შეურაცყოფამდე საქმე არ მისულა, თუმცა ვითარება ძალიან დაძაბული იყო."
კატალონიელთა ბანაკში კი საქმეები ძალიან რთულად მიდის, საუბარი მაქვს ფაბრეგასისა და სანჩესის ტრანსფერზე. არსენალის კაპიტანს რაც შეეხება, სავარაუდოდ იგი არ გადავა ბარსელონაში, ხოლო სანჩესის "გაბადრიჯნისფერება" უფრო რეალურია, მთავარია ბარსამ ის ფეხბურთელები მოიშოროს, რომლებსაც გუნდის დატოვება არ სურთ, მაგალითად - ხეფრენი.
ერთადერთი გუნდი, რომელიც ტრანსფერებს პანტა-პუნტით ახორციელებს მალაგაა, ანდალუსიელები ფუტკრებივით შრომობენ ახალი ფეხბურთელების შეძენაზე. მათ უკვე მოახერხეს: რუდ ვან ნისტელროის, ტულალანის, მატეისენის, ნაჩო მონრეალის, დიეგო ბუენანოტეს, სერხიო სანჩესის და ხოაკინის შეძენა.
ქაოსში იმყოფება რასინგიც, რომელსაც იანვარში მფლობელი შეეცვალა. მარკას მიერ გავრცელებული ინფორმაციით ასან ალი სიედს, ჯერ კიდევ არ გადაუხდია ბოლომდე ფული კლუბის ყოფილი მფლობელებისათვის და ხელფასი ფეხბურთელებისათვის.
ელ პაისის ცნობით კი, რეალ ბეტისს სევილიას ახალი მწვრთნელის მარსელინიოს ვალი აქვს (გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მას ბეტისში არ უმუშავია). ბეტისის ხელმძღვანელობამ მას 1.5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საქმე იმაშია, რომ სანამ მარსელინიო სარაგოსას მწვრთნელი იყო, ბეტისს ახალი ფეხბურთელების შესაძენად კრედიტორები სჭირდებოდა, მწვრთნელი კი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო და კლუბს 1.5 მილიონით დაეხმარა, ეს თანხა გუნდს ჯერ კიდევ არ გადაუხდია მისთვის. ყველაზე მეტი კი ბეტის საგადასახადო ინსპექტორმა (არ არის დაზუსტებული სახელი და გვარი მხოლოდ ეს წერია ავტ.) ასესხა 40 მილიონი ევრო, ხოლო კლუბმა ვალად ჯამში 85 მლნ. ევრო აიღო.
- 26 ივნისი 2011
- 3 374
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.