ხვალ რეალი ვარანეს გაიფორმებს

ესპანური გამომცემლობა AS გვარწმუნებს, რომ ხვლ 18 წლის ცენტრალური მცველი ვარანე, მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდება. რაფაელი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის კლინიკა სანიტას ლა მორალეხაში, შემდეგ კი შეხვდება თეთრების გენერალურ დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს და მოაწერს კონტრაქტს ხელს, რომლის მიხედვითაც იგი 2016 წლამდე სამეფო კლუბის საკუთრება გახდება. იმ შემთხვევაში თუ მას დრო დარჩება, აარჩევს საცხოვრებელ სახლს.

ყველა ბიუროკრატიული პროცესის შემდეგ კი, ვარანე გაემგზავრება დასასვენებლად. მისი შვებულება 11 ივლისამდე გასტანს, სწორედ ამ დროს იკრიბებიან სამეფო კლუბის ფეხბურთელები ვალდებებასზე, რათა ჩაატარონ წინასსეზონო ვარჯიშები. ექიმებმა ვარანეს ურჩიეს დასვენების პერიოდში არ დაიზაროს და შეასრულოს ფიზიკური ვარჯიშები, რადგან თუ მას მომავალ წელს სურს მოიპოვოს ადგილი სამეფო კლუბის სასტარტო შემადგენლობაში, კარგ კონდიციებში უნდა შეხვდეს სეზონის დასაწყისს.

AS-ის ინფორმაციით კლუბებმა შეთანხმებას 21 ივნისს მიაღწიეს და მადრიდის რეალი ლენსს 9 ან 10 მილიონ ევროს გადაუხდის ფეხბურთელში, ხოლო თავად მცველი პირველ წელს ხელფასის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებს, კარგად თამაშის შემთხვევაში მომდევნო სეზონიდან მისი შემოსავალი 200'000 ევროთი გაიზრდება.

ვარანესთან ერთად მადრიდს ზინედინ ზიდანიც ეწვევა, რომელიც სავარაუდოდ რეალში ერთ-ერთ ოფიციალურ თანამდებობას დაიკავებს. ამავე გამომცემლობის ცნობით ზიზუ 2 კვირის წინ უკვე იყო ესპანეთის დედაქალაქში და ყველა ფორმალობა მოგვარებულია.

  • SunSay
  • 26 ივნისი 2011
  • 2 184
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)