ნილმარმა, სენამ და ფუსტერმა შეიძლება გამოტოვონ "რეალთან" მატჩი
ერნესტო ვალვერდე დაელოდება ამ სამი ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას.
მარკოს სენას დაბრუნებას ელის გულშემატკივრები და მწვრთნელი. ექიმების თქმით, ფეხის ტკივილები ფეხბურთელს მალე გაუვლის.
რთულად აქვთ საქმე ნილმარსა და ფუსტერს. ექიმების თქმით, მცირეა იმის შანსი, რომ ამ ფეხბურთელებმა შეძლონ "სამეფო კლუბთან" თამაში. შეგახსენებთ, რომ "ბილბაოსთან" მატჩში ორივე ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ნილმარს კოჭის ტრავმა აქვს, ხოლო ფუსტერმა ნეკნებში მიიღო დარტყმა.
ამ ფეხბურთელებს შეიძლება შეუერთდეს არიელ იბაგასა, რომელაც მარცხენა ფეხის მუხლზე აქვს პრობლემები, მაგრამ როგორც ჩანს ის შეძლებს "რეალთან" თამაშს.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 21 სექტემბერი 2009
- 3 484
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.