მატა არ იყიდება!
მადრიდის რეალის აღზრდილი, რომელმაც ბრწყინვაალე სეზონი ჩაატარა ვალენსიაში და 21 წლამდელთა ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი, უამრავი გრანდის ყურადღება მიიპყრო მათ შორის არის მისი მშობლიური კლუბი, თუმცა შავ-თეთრები, ახალგაზრდა ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებენ.
სამეფო კლუბის გარდა, ფეხბურთელის შეძენა სურთ: ბარსელონას, ინტერს, ლივერპულს და იუვენტუსს. თავად ფეხბურთელი მომავალი გეგმების შესახებ არაფერს აცხადებს, ხოლო მისი ამჟამინდელი კლუბი ყველანაირად ცდილობს ხუანის შენარჩუნებას, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ვალენსიამ მასთან ჯერ კიდევ იანვარში გაახანგრძლივა კონტრაქტი 2014 წლამდე და ახლა მისი შეძენა კლუბებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ. ფეხბურთელის მინიმალური ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გრანდები აპირებენ ბოლომდე იბრძოლონ მატას შესაძენად, მისი ფასი აუცილებად გაიზრდება, ვალენსია კი ამ ყველაფრით მხოლოდ მოგებაში დარჩება.
ინფორმაციის წყარო: AS.Com
- 26 ივნისი 2011
- 2 045
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.