ნისტელროი 5–6 კვირით ჩამოშორდა გუნდს
ვან ნისტელროის ტრავმებს დასასრული არ აქვს. გუშინ ჰოლანდიელ ფორვარდს დებიუტი ჰქონდა "ხერესთან" მატჩში, რომელიც "სამეფო კლუბმა" 5:0 მოიგო. "ვან გოლმა" ამ შეხვედრაში საგოლე პასი და გოლი მიითვალა, მაგრამ ამავე შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო.
გუნდის 17 ნომერი ამ დილით გამოიკვლიეს მადრიდული კლუბის ექიმებმა და დაასკვნეს, რომ ჰოლანდიელს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.
ასე, რომ რუუდი "სამეფო კლუბს" დააკლდება 5–6 კვირით. ნისტელროის დაბრუნება იგეგმება ნოემბრის თვეში. "ვან გოლი" გამოტოვებს მატჩებს "ვილიარეალთან", "ტენერიფესთან", "მარსელთან", "სევილიასთან", "ვალიადოლიდთან", "მილანთან" და "ხიხონთან".
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 21 სექტემბერი 2009
- 4 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.