”რეალი” ყოველთვის ამარცხებდა ”ბარსელონას” ესპანეთის სუპერთასზე
მადრიდის ”რეალს” ესპანეთის სუპერთასზე ”ბარსელონას” წინააღმდეგ, 4 მატჩიდან 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ესპანეთის ორი გიგანტი ერთმანეთს ”ესპანეთის სუპერთასის” ფინალში 4-ჯერ შეხვდნენ: 1988, 1990, 1993 და 1997 წლებში.
1988 წელს, მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე 2:0 დაამრაცხეს ბარსელონა. გასვლაზე კი კატალონიელებმა 2:1 იმარჯვეს, თუმცა ესეც კი სამარისი გამოდგა, რათა მადრიდელებს ”ნოუ კამპზე” თასი აეწიათ.
მეორე შეხვედრა 1990 წლის, 5 დეკემბერს შედგა. პირველ თამაშში, ”რეალმა” გასვლაზე 1:0 დაამარცხა ბარსელონა. 1 კვირაში კი სახლში, საკუთარ სტადიონზე 4-1 იმარჯვა.
3 წლის შემდეგ ფინალი კვლავ განმეორდა. ალფონსომ (2) და ზამორანომ, პირველ შეხვედრაში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდელებს გამარჯვება მოუტანეს. (3-1). განმეორებითი მატჩი ”კატალონიაში” 1-1 დასრულდა.
მეოთხე შეხვედრა კი 1997 წლის 20 აგვისტოს შედგა. ”ბარსელონამ ” პირველი მატჩი ”ნოუ კამპზე” 2-1 მოიგო. ხოლო სახლში დაბრუნებულმა მადრიდელებმა 4:1 დაამარცხეს ”ბარსელონა”.
როგორც იცით ახალი სეზონი ამ 2 გუნდის ჯახით დაიწყება ესპანეთის სუპერ თასზე.
წყარო: realmadrid.com
- 24 ივნისი 2011
- 2 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.