რიბეირომ ისევ უარყო
ლუის ალვარო რიბეირომ ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნეიმარსა და განსოზე. როგორც მოგეხსენებათ ნეიმარით "რეალი", ჩელსი" და "იუვენტუსია" დაინტერესებული, ხოლო განსოთი - "მილანი".
""სანტოსი" ბანკი არ არის,რომ აქ ფული ვიშოვოთ ფეხბურთელთა გაყიდვით. ჩენთვის მთავარი ტიტულებია, ხოლო ფული ნაკლებად მნიშვნელოვანია. წინა ზაფხულს მე დამიკავშირდნენ "ჩელსის" მესვეურები. ისინი ბრაზილიაშიც იყვნენ ჩამოსულები და შევხვდით კიდეც. მე მაშინ მათ ვუთხარი,რომ ნეიმარის გაყიდვას არ ვაპირებდი და ნებისმიერ შემოთავაზებაზე უარს ვეტყოდი. გარდა "ჩელსისა", უამარავი ევროპული გრანდი ინტერესდება ნეიმარით, ბევრიც დამიკავშირდა, მაგრამ ყველა უარით გავისტუმრე და გავისტუმრებ კიდეც, თუ ვინმე დამიკავშირდება. იყო საუბრები იმის შესახებ,რომ განსო "მილანის" კუთვნილებაა. ეს სრული სისულელეა. მსგავსი არაფერი ყოფილა. ორივე - ნეიმარი და განსო "სანტოსში" რჩება!"- განაცხადა რიბეირომ.
- 24 ივნისი 2011
- 2 271
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.