ბარტერი ???
გავცვალოთ ჩვენი რა მიდის !!!
როგორც მოგეხსენებათ "რეალის" ნახევარმცველი გაგო არ გახლავთ გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი. რადგან უკვე მოუს გუნდში მისი ადგილი აღარ არის, ის ახალ კლუბს ეძებს. აგრეთვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რეალმა" ცივი უარი განუცხადა "სიტის" არაბ მმართველებს ადებაიორის ასტრონომიულ ფასთან დაკავშირებით, რომელიც 16 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან გამომდინარე ესპანელმა ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ მალე შეიძლება "რეალსა" და "სიტის" შორის მოხდეს ფეხბურთელთა გაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ამავდროულად გაგოთი ლივერპული ინტერესდება და აპირებს მასში 11.5 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებით მისმა აგენტმა ფერნანდო ლომბილიამ განაცხადა, რომ "რელის" ნახევარმცველი კმაყოფილია ამ წინადადებით და მზადაა გაეცნოს ინგლისურ "პრემიერლიგას".
- 23 ივნისი 2011
- 3 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.