ნეიმარი ჯერ კიდევ არ დასტურდება
მოგეხსენებათ, წამყვანი ესპანური გამოცემები დღეს აჭრელებული იყო ინფორმაციებით, რომელიც ბრაზილიელ ნეიმარს შეეხებოდა, ესპანელმა ჟურნალისტებმა ახალგაზრდა ფორვარდი უკვე "ბლანკოსის" წევრად მონათლეს...
ხსენებული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. ჟურნალისტებმა სცადეს ფორვარდთან დაკავშირება, მაგრამ იგი ყველანაირ ინტერვიუზე უარს აცხადებს და ცდილობს თავი აარიდოს მასმედიას.
"მარკას" ცნობით ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე მადრიდის "რეალის" საკუთრებაა, მაგრამ ეს ინფორმაცია კვლავ ჭორის სახეს იღებს, რადგან ნეიმარი მადრიდში არავის შეუნიშნავს. ასევე არც სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ტრანსფერის გაჩარხვის ფაქტს.
- 22 ივნისი 2011
- 2 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.