შაჰინი - 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა
მადრიდის "რეალის" მიერ ახლადშეძენელი თურქი ფეხბურთელი, ნური შაჰინი გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.
ფიფას ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, რადგან ნურიმ აჯობა ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან : პასტორე, გარეთ ბეილი და ალექსის სანჩესი. თურქმა მოთამაშემ ხმების უმრავლესობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შაჰინი ბუნდესლიგის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც იქნა დასახელებული, ახლა კი იგი მადრიდშია და 2011-12 წლების სეზონში "ბლანკოსის" ფორმას მოირგებს.
- 22 ივნისი 2011
- 2 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.