რეალმა მილანს უარი უთხრა.
ამ დროისთვის მილანის ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მადრიდში იმყოფება.
მილანს სურს ჰოლანდიის ნაკრებისა და რეალის თავდამსხმელის,კლაას იან ჰუნტელაარის გადაბირება.მილანის პირველ შეთავაზებაზე,სამეფო კლუბმა როსონერის უარი უთხრა.იტალიურ კლუბს უნდოდა,რომ ჰუნტელაარი 1წლით იჯარით წაეყვანა,მაგრამ ფლორენტინო პერესმა ამაზე უარი თქვა რადგან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ რეალმა ჰუნტელაარი 20 მილიონ ევროდ იყიდა და სურს რომ ესეთივე ფასით გაყიდოს.
იტალიური პრესა წერს,რომ მილანი ამ უარის შემდეგ წავა დათმობაზე და 18 მილიონ ევროს შესთავაზებს რეალს,მაგრამ სამეფო კლუბი ჰუნტელაარის გაყიდვას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი კი ორშაბათ დილას გაიმართება.ამ ინფორმაციას იტალიური პრესა იუწყება.
ინფორმაციის წყარო:goal.com
- 5 ივლისი 2009
- 4 291
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.